დეროში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეროში
მშობ. სახელი: ინგლ. Desroches Island
ფრანგ. Île Desroches
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 05°41′00″ ს. გ. 53°40′00″ ა. გ. / 5.68333° ს. გ. 53.66667° ა. გ. / -5.68333; 53.66667
ფართობი 3,24 კმ²
სიგრძე 6,2 კმ
სიგანე 1 კმ
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 50 (2008)
სიმჭიდროვე 15,43 ად. /კმ²
დეროში — ინდოეთის ოკეანე
დეროში

დეროში (ინგლ. Desroches Island, ფრანგ. Île Desroches) — ინდოეთის ოკეანეში მდებარე ამირანტის კუნძულების ყველაზე დიდი კუნძული. ეკუთვნის სეიშელის კუნძულების რესპუბლიკას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეროში — მარჯნის ატოლია, სიგრძით — 6,2 კმ, სიგანით — 1 კმ და 3,24 კმ² ფართით, მდებარეობს კუნძულ მაედან 230 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი დაერქვა 1767-1772 წლებში მავრიკის და რეიუნიონის გუბერნატორის შევალიე (ფრანგ. chevalier — «ცხენით მიმავალი», ანუ რაინდი) დე როშის პატივსაცემად[1]. 1965 წელს ატოლი შეიყვანეს ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიის შემადგენლობაში, მაგრამ 1976 წელს დაუბრუნეს დამოუკიდებლობამიღებულ სეიშელის კუნძულების რესპუბლიკას.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა — დაახლოებით 50 ადამიანი, მთელ არქიპელაგზე მცხოვრებთა თითქმის ნახევარი.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაპიროს 15 კმ-ზე მდებარეობენ ქვიშიანი პლაჟები. კუნძულზე ტურისტებისთვის აშენებულია პატარა ოტელიDesroches Island Resort და დეროშის აეროპორტი 1381 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Carpin, Sarah, (1998) Seychelles, Odyssey Guides, p.159