დერთუფა
დერთუფა — ძველი ქართული კულტურის კერა პალესტინაში. დერთუფაში იყო დედათა სავანე, რომლის წიგნსაცავიდან ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ხელნაწერი — IV საუკუნის ეგვიპტელი განდეგილისა და მონაზვნის, მაკარი ეგვიპტელის თხზულებათა შემცველი კრებული გადამწერ გრიგოლის ანდერძთან ერთად. ხელნაწერი XI საუკუნეს განეკუთვნება.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980;
- დერთუფა და დერტავი : ქართული დედათა მონასტრები იერუსალიმში / გოჩა ჯაფარიძე // კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის : ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი მიძღვნილი ზაზა ალექსიძის დაბადების 75 წლისთავისადმი / ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; მთავარი რედაქტორი დალი ჩიტუნაშვილი. - თბილისი, 2012. - ISBN 978-9941-0-2996-7. - გვ.526-536;
- მენაბდე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დერტავი. დერთუფა. კაპპათა დაარქივებული 2020-10-09 საიტზე Wayback Machine. . „ქართული ხელნაწერი“ (ONLINE-ენციკლოპედია).