დერვიში (ერივანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დერვიში
აზერ. Dərviş
ავტორი მირზა ქადიმ ერივანი
წელი XIX საუკუნის პირველი ნახევარი
ტიპი შუშა, ზეთი
სიმაღლე 21
სიგანე 13.2
ქალაქი ბაქო
მუზეუმი აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი

დერვიში (აზერ. Dərviş)[1] — XIX საუკუნის აზერბაიჯანელი მხატვრის მირზა ქადიმ ერივანის ფერწერული ტილო (მხატვრის ადრინდელი პერიოდს მიკუთვნილი ტილო). იგი შესრულებულია ზეთით შუშაზე. ინახება ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნული ხელოვნების მუზეუმში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნების მუზეუმის საინვენტარო წიგნში ეს ნამუშევარი შეცდომით ჩაიწერა, როგორც „მამაკაცი“. დღეს გამოფენილია „დერვიშის“ სახელწოდებით. დერვიში გამოსახულია მთელი სიმაღლით მწვანე ფონზე. დერვიშის ტორსი გამოხატულია ფასში, ხოლო სახე — სამმეოთხედში, ფეხები კი — მთლიან პროფილში. დერვიშის სახე ახალგაზრდაა, წვერის გარეშე და ხალით მარჯვენა ლოყაზე. ხელოვნებათმცოდნე ქალბატონ ნატალია მიკლაშევსკაიას თქმით მას გააჩნია გარკვეული მსგავსება ერივანის ამავე პერიოდის სხვა ნამუშევარზე გამოსახულ მოცეკვავეს სახესთან. სახეს გამოხატულებას ანიჭებს დერვშის გამოხედვა. დერვიშს თმები დაცარცხნილი და დაშვებული აქვს მხრებამდე.

დერვიში ჩაცმულია წითელ ჯუბეშში. საყელო, ჩექმები და წვეტიანი ქუდი მწვანე ფერშია გადაწყვეტილი; სამოსი და ქუდი მოოქროვილია. დერვიშის მარჯვენა ხელზე გადმოკიდებულია ზოლიანი ყელსახვევი, რომელშიც უკავია „თებერზინი“. მეორე ხელში კი — „კეშკული“. ეს ნივთები წარმოადგენენ დერვიშის აუცილებელ ატრიბუტს. ქუდზე არაბულად აწერია სიტყვა „ალაჰი“.

როგორც არნიშნავს მიკლაშევსკაია „დერვიშის“ შესრულების ტექნიკა ანალოგიურია ერივანის მიერ შესრულებულ „მოცეკვავესთან“. ნამუშევარი კარგად არის შენახული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycan qrafikası. XX əsrə qədər. Официальный сайт Национального музея искусств Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-15. ციტირების თარიღი: 2015-07-31.