მნის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედისგვერდითი ქედის — ხოხის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — მნაისიდონის აუზში. მდინარე მნის აუზში ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობი 2,60 კმ², ხოლო სიგრძე 3,37 კილომეტრია. მყინვარი ზღვის დონიდან 3360 მეტრზე მთავრდება. საველე კვლევებისა და უახლეს კოსმოსურ სურათებზე დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ზომის მყინვარებში მნის მყინვარი საქართველოში პირველია თავისი უკანდახევის მაჩვენებლებით (არ იგულისხმება ისეთი დიდი ზომის მყინვარები როგორიც იყო მაგალითად ტვიბერი და ქვიში, სადაც უკანდახევის მაჩვენებელი იგივე პერიოდში კიდევ უფრო მაღალი იყო).