დენი სასუ-ნგესო
დენი სასუ-ნგესო | |
დენი სასუ-ნგესო 2014 წელს | |
კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 25 ოქტომბერი, 1997 |
წინამორბედი | პასკალ ლისუბა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 თებერვალი, 1979 – 31 აგვისტო, 1992 | |
წინამორბედი | ჟაკ იომბი-ოპანგო |
მემკვიდრე | პასკალ ლისუბა |
დაბადებული | 23 ნოემბერი, 1943 ედუ, საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა |
დენი სასუ-ნგესო (ფრანგ. Denis Sassou Nguesso; დ. 23 ნოემბერი, 1943, ედუ, საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა) — კონგოელი პოლიტიკური მოღვაწე. კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი 1979-1992 და 1997 წლიდან. მიეკუთვნება მბოშის ეთნიკურ ჯგუფს.
1961 წელს დაამთავრა სკოლა და შევიდა სამხედრო სამსახურში. 1963 წელს დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი საფრანგეთში, რის შემდეგაც ეკავა რამდენიმე სამხედრო თანამდებობა კონგოს რესპუბლიკის არმიაში. იყო 1968 წლის სახელმწიფო გადატრიალების ერთადერთი ორგანიზატორი. 1968 წელს გახდა სამთავრობო ხუნტის — რევოლუციის ეროვნული საბჭოს წევრი. 1969 წლიდან უკავია მაღალი თანამდებობები კონგოს შრომის პარტიაში. 1972 წლიდან არმიის კურატორია პარტიული ხაზით. 1945-1977 წწ. პარტიის კურატორია თავდაცვაში და სახელმწიფო უსაფრთხოებაში. 1976 წლიდან თავდაცვის მინისტრია, ხოლო 1977 წლიდან - პოლკოვნიკი.
1979 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელი, ასევე თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრია. 2002 და 2009 წლებში აირჩიეს პრეზიდენტად მომდევნო 7-წლიანი ვადით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]