დენი გებიდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დენი გაბიდონი)
დენი გებიდონი
გებიდონი „კრისტალ პალასის“ შემადგენლობაში 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დენიელ ლეონ გებიდონი[1]
დაბადების
თარიღი
8 აგვისტო, 1979
დაბადების
ადგილი
კუმბრანი, უელსი
სიმაღლე 178 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1996–1998 ვესტ ჰემ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2000 ვესტ ბრომვიჩი 20 (0)
2000   კარდიფ სიტი 7 (0)
2000–2005 კარდიფ სიტი 193 (10)
2005–2011 ვესტ ჰემ იუნაიტედი 96 (0)
2011–2012 კუინზი პარკ რეინჯერსი 17 (0)
2012–2014 კრისტალ პალასისა 33 (2)
2014–2015 კარდიფ სიტი 1
2015 პანტეგი 0 (0)
სულ 366 (12)
ეროვნული ნაკრები
1999–2001 უელსი 21 წლ. 17 (0)
2002–2014 უელსი 49 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დენი გებიდონი (დ. 8 აგვისტო, 1979) — ყოფილი უელსელი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა უელსურ კლუბ „პანტეგში“ მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა „ვესტ ბრომვიჩის“, „კარდიფის“, „ვესტ ჰემის“, „კუინზი პარკ რეინჯერსის“, „კრისტალ პალასისა“ და უელსის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გებიდონმა კარიერა „ვესტ ბრომვიჩში“ დაიწყო. კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 1998 წელს გააფორმა, ხოლო „კლუბის“ მაისურით პირველი მატჩი 1999 წლის 20 მარტს „იპსვიჩ ტაუნის“ წინააღმდეგ ჩაატარა. გუნდში იგი თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერი მეგსონის მოსვლის შემდეგ, დენმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ხოლო მისი ადგილი კი დეს ლიტლმა დაიკავა. 2000/2001 სეზონზე გებიდონი იჯარით გადავიდა „კარდიფში“, რომელთანაც 2000 წლის სექტემბერში სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. „კარდიფ სიტი“ დენისთვის მშობლიურ კლუბად იქცა. ამ გუნდის მაისურით გებიდონმა დაახლოებით 200 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი ათჯერ აიღო.

2005 წელს ვესტ ჰემ „ვესტ ჰემის“ სკაუტებმა კარდიფის ცენტრალური დაცვის წყვილი დენი გებიდონი და ჯეიმზ კოლინზი შენიშნეს. „ვესტ ჰემში“ მისვლისთანავე იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა, განსხვავებით კოლინზისაგან.

2011 წლის 24 ივლისს გებიდონმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „კუინზი პარკ რეინჯერსთან“. მისი დებიუტი კლუბში შედგა 2011 წლის 13 აგვისტოს, „ბოლტონ უონდერერსის“ წინააღმდეგ, ვისთანაც კლუბი დამარცხდა ანგარიშით 4:0..[3]

2012 წლის 18 სექტემბერს გებიდონი გახდა „კრისტალ პალასის“ ფეხბურთელი,[4] სადაც ასპარეზობდა 2014 წლამდე.

2014 წლის 1 სექტემბერს იგი კვლავ „კარდიფის“ ფეხბურთელი გახდა, თუმცა მან აქ მხოლოდ რვა თვე დაჰყო და 2015 წლის აგვისტოში შეუერთდა უელსურ კლუბ „პანტეგს“.

გებიდონმა უელსის ახალგაზრდული ნაკრების მაისურით 17 მატჩი ჩაატარა. 2002 წელს შედგა მისი დებიუტი უელსის ძირითად ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა 2014 წლამდე. გებიდონს ნაკრებში არც ერთ მატჩში გოლი არ გაუტანია.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარდიფ სიტი
ვესტ ჰემ იუნაიტედი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2010) The PFA Footballers' Who's Who 2010–11. Edinburgh: Mainstream Publishing, გვ. 161. ISBN 978-1-84596-601-0. 
  2. D. Gabbidon: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 November 2018.
  3. „QPR snap up Danny Gabbidon on free transfer“. www.guardian.co.uk. London. 25 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. „Eagles snap up free agent Danny Gabbidon“. Crodon Today. 18 სექტემბერი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი, 2013. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)