დენის ვილნევი

დენის ვილნევი — (დ. 3 ოქტომბერი, 1967) კანადელი კინორეჟისორი და სცენარისტი. ვილნევის მიღებული აქვს შვიდი კანადური კინო-ჯილდო (Canadian Screen Awards), ასევე ოთხი ოსკარის, ხუთი BAFTA-ს და ორი ოქროს გლობუსის ნომინაცია. ვილნევის ფილმებმა მსოფლიო მასშტაბით 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა.[1][2] დენისმა კარიერა კვებეკის კინოში დაიწყო და ოთხი ფრანგულენოვანი დრამა გადაიღო: „ოცდამეთორმეტე აგვისტო დედამიწაზე“(1998); „ქარიშხალი“ (2000); „პოლიტექნიკი“ (2009), 1989 წლის პოლიტექნიკის მასიური გენოციდის დრამატიზაცია; და „ხანძარი“ (2010). უკანასკნელმა ფილმმა დენის საერთაშორისო აღიარება მოუტანა, ისევე როგორც ოსკარის ნომინაცია საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. შემდგომში დენის ვილნევიმ ინგლისურენოვან ფილმებზე გადაინაცვლა და გადაიღო თრილერები: „ტყვეები“ (2013), „მტერი“ (2013) და „სიკარიო“ (2015). თითოეული ფილმი კრიტიკოსების მიერ იქნა აღიარებული.
შემდეგ ვილნევმა დამატებითი აღიარება მოიპოვა სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმების გადაღებით. დენის ვილნევის ნამუშევარმა „ჩამოსვლამ“ (2016) მოუტანა ოსკარის ნომინაცია საუკეთესო რეჟისორისთვის. დიდ წარმატებას მოჰყვა „სამართებელზე მორბენალი 2049“ (2017), რომელიც მიუხედავად კრიტიკოსების კარგი შეფასებისა, ფინანსურად ვერ დადო იგივე შედეგი. შემდეგი პროექტები იყო „დიუნი“ (2021) და „დიუნი: მეორე ნაწილი“ (2024), ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების რომანის ორნაწილიანი ადაპტაცია, რომლებმაც ჯამში 1.15 მილიარდი დოლარი შემოიტანა გლობალურად.[3] ორივე ფილმი კრიტიკული და კომერციული წარმატება იყო, რამაც დენისს ოსკარის ორი ნომინაცია მოუტანა, ორივე საუკეთესო ფილმისთვის.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილნევი დაიბადა 1967 წლის 3 ოქტომბერს, სოფელ ჟანტიიში, ბეკანკურში, კვებეკი. დენის ვილნევის მშობლები იყვნენ ნიკოლ დემერსი, დიასახლისი, და ჟან ვილნევი, ნოტარიუსი ოთხი და-ძმიდან დენისი ყველაზე უფროსია. დენის ვილნევის უმცროსი ძმა, მარტინი, ასევე კინორეჟისორი გახდა.[4][5] დენისი ადრეული ასაკიდან გატაცებული იყო ფილმებით.[6] ვილნევი სწავლობდა სემინარ სენ-ჟოზეფ დე ტრუა-რივიერში და მოგვიანებით შეისწავლა მეცნიერება სეჟეპ დე ტრუა-რივიერში. ვილნევიმ კინო შეისწავლა კვებეკის მონრეალის უნივერსიტეტში. [7] კინორეჟისორად ჩამოყალიბების შემდეგ, 2024 წლის 6 ივნისს, დენის ვილნევიმ მონრეალის კონკორდიის უნივერსიტეტისგან საპატიო დოქტორის წოდება მიიღო სახვითი ხელოვნების დარგში. [8]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991–2012: კანადური ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილნევმა კარიერა მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებით დაიწყო და 1991 წელს მოიგო რადიო-კანადის ახალგაზრდული კინო-კონკურსი, La Course Europe-Asie. [9] „ოცდამეთორმეტე აგვისტო დედამიწაზე“ (1998), იყო ვილნევის სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო დებიუტი, პრემიერა შედგა 1998 წლის კანის კინოფესტივალზე „განსაკუთრებული ხედვის“ სექციაში.[10] ალექსის მარტინმა მოიგო პრი ჯუტრა საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. ფილმი შეირჩა კანადის წარმომადგენლად ოსკარის 71-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, მაგრამ არ მოხდა ნომინირება.[11][12]
მისმა მეორე ფილმმა, სახელად „ქარიშხალი“ (2000), მეტი ყურადღება მიიპყრო და ნაჩვენები იყო ფესტივალებზე მთელ მსოფლიოში, საბოლოოდ მოიგო რვა ჯუტრას ჯილდო და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო კანადური ფილმისთვის.[13] მცირე პაუზის შემდეგ დენისმა განაგრძო კარიერა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ფილმით.[6] ეს იყო მეტად სადაო, მაგრამ კრიტიკოსების მიერ აღიარებული შავ-თეთრი ფილმი „პოლიტექნიკი“ (2009) 1989 წელს მონრეალის უნივერსიტეტში მომხდარი გენოციდის შესახებ. ფილმის პრემიერა შედგა კანის კინოფესტივალზე და მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის ცხრა Genie-ის ჯილდო, ფილმი გახდა ვილნევის პირველი, რომელმაც მოიგო Genie საუკეთესო კინოსურათისთვის.[13]
ვილნევის მეოთხე ფილმმა, „ხანძარი“ (2010), კრიტიკული მოწონება დაიმსახურა, როდესაც პრემიერა შედგა ვენეციის და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე 2010 წელს. „ხანძარი“ შემდგომში შეირჩა კანადის წარმომადგენლად ოსკარის 83-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში[14] და საბოლოოდ ნომინირებულიც იქნა, თუმცა არ გაიმარჯვა.[15] ფილმმა მოიგო რვა ჯილდო Genie-ს 31-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო კინოსურათი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მსახიობი ქალი (ლუბნა აზაბალი), საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, ოპერატორული ნამუშევარი, მონტაჟი, საერთო ხმა და ხმის მონტაჟი. „ხანძარი“ ნიუ იორკ თაომსმა იმ წლის 10 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.[16][17] 2011 წლის იანვარში დენის ვილნევი Variety-მ ათ საუკეთესო საყურებელ რეჟისორთაგან ერთ-ერთად შეარჩია.[18] 2011 წელს, ვილნევიმ მოიგო National Arts Centre-ის ჯილდო. [19]
2013–2016: ჰოლივუდზე გადასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილნევიმ „ხანძარის“ შემდეგ გადაიღო კრიმინალური თრილერი „ტყვეები“ (2013), რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ ჰიუ ჯეკმანი და ჯეიკ ჯილენჰოლი. ფილმი ნაჩვენები იყო ფესტივალებზე მთელ მსოფლიოში, მოიგო რამდენიმე ჯილდო და ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის 2014 წელს.[20] „ხანძარისა“ და „ტყვეების“ შემდეგ, ვილნევიმ მოიგო საუკეთესო რეჟისორის ჯილდო თავისი მეექვსე ფილმისთვის, ფსიქოლოგიური თრილერისთვის „მტერი“ (2014), Canadian Screen Awards-ის მე-2 დაჯილდოებაზე. 2015 წელს ტორონტოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ ფილმს 100,000 დოლარიანი ფულადი პრიზი გადასცა წლის საუკეთესო კანადური ფილმისთვის.[21]
მოგვიანებით, იმავე წელს, ვილნევმა გადაიღო კრიმინალური თრილერი „სიკარიო“, სცენარი ტეილორ შერიდანის იყო.[22] ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ ემილი ბლანტი, ბენისიო დელ ტორო, დენიელ კალუია და ჯოშ ბროლინი.[23] ფილმი ეჯიბრებოდა ოქროს პალმის რტოსთვის 2015 წლის კანის კინოფესტივალზე, თუმცა არ გაუმარჯვია.[24] ის ნაჩვენები იყო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2015 წელს და მსოფლიო მასშტაბით თითქმის 80 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა.[25]
შემდგომში ვილნევმა გადაიღო თავისი მერვე ფილმი, „ჩამოსვლა“ (2016), რომელიც დაფუძნებულია ტედ ჩიანგის მოთხრობაზე „ჩემი ცხოვრების ისტორია“, ადაპტირებული სცენარით ერიკ ჰაისერერისგან,[26] რომელშიც ემი ადამსი და ჯერემი რენერი თამაშობდნენ.[27] ძირითადი გადაღებები დაიწყო 2015 წლის 7 ივნისს მონრეალში, ხოლო ფილმი გამოვიდა 2016 წელს.[28] „ჩამოსვლამ“ მსოფლიო მასშტაბით 203 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით ადამსის შესრულების, ვილნევის რეჟისურის და ფილმის მიერ არამიწიერ ინტელექტთან კომუნიკაციის შესწავლის გამო. „ჩამოსვლა“ მრავალი კრიტიკოსის წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა[29] და ამერიკის კინოინსტიტუტმა წლის ათ ფილმს შორის შეარჩია.[30] ფილმმა მიიღო რვა ნომინაცია ოსკარის 89-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საბოლოოდ კი მოიგო ერთი ჯილდო საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის. ასევე დაჯილდოვდა რეი ბრედბერის ჯილდოთი განსაკუთრებული დრამატული პრეზენტაციისთვის და ჰიუგოს ჯილდოთი საუკეთესო დრამატული პრეზენტაციისთვის 2017 წელს.[31][32]
2017–დღემდე: სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის თებერვალში გამოცხადდა, რომ ვილნევი გადაიღებდა „სამართებელზე მორბენალი 2049“ რიდლი სკოტის „სამართებელზე მორბენალი 2049“ (1982) გაგრძელებას.[33] სკოტი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო Warner Bros.-ის სახელით.[34][35] ფილმი გამოვიდა 2017 წლის 6 ოქტომბერს, კრიტიკოსების მოწონებით, მაგრამ სალაროებში არასაკმარისად წარმატებული იყო.[36] დევიდ ერლიხმა დაწერა: „21-ე საუკუნის ცოტა რეჟისორი დაწინაურებულა ისეთი ძალით, როგორიც „სამართებელზე მორბენალი 2049“-ის რეჟისორი დენის ვილნევი, რომლის თითქოსდა შეუჩერებელი კარიერა მხარდაჭერილია კრიტიკული პატივისცემისა და კომერციული წარმატების სტაბილური ბალანსით. სინამდვილეში, მხოლოდ კრისტოფერ ნოლანი მახსენდება, და მათ შორის მსგავსებების უგულებელყოფა რთულია.[37]
2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა, რომ ვილნევი გადაიღებდა „დიუნს“, 1965 წლის რომანის ახალ ადაპტაციას Legendary Pictures-ისთვის. სცენარზე მუშაობდნენ ვილნევი, ერიკ როტი და ჯონ სპეიტსი.[38][39] ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ოსკარ აიზეკი, სტელან სკარშგორდი, ჯეისონ მომოა და ზენდეია.[40][41][42][43][44][45] ფილმი გამოუშვა Warner Bros. Pictures-მა 2021 წლის 22 ოქტომბერს და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.[46] გაგრძელება, „დიუნი: მეორე ნაწილი“, პირველი ფილმის წარმატების შემდეგ დაანონსდა[47] და გამოვიდა 2024 წლის მარტში ფართო კრიტიკული მოწონებით.[48][49][50] „დიუნი: მეორე ნაწილი“ დღემდე ვილნევის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა და 2024 წლის მეშვიდე ყველაზე შემოსავლიანი ფილმია.
ვილნევი ორივე ფილმის პროდიუსერი იყო. პროდიუსერმა მერი პარენტმა თქვა: „...რამდენადაც დიდი და ეპიკურია ეს ფილმი, ბევრჯერ თითქმის დამოუკიდებელი ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავდა“ და რომ „...ვილნევი ძალიან, ძალიან ჭკვიანია იმაში, თუ სად დახარჯოს ფული“.[51] დენისი ამჟამად მუშაობს დიუნის მესამე და ფინალურ ნაწილზე, რომელიც დაფუძნებულია 1969 წლის რომანზე.[52] „დიუნი: მესამე ნაწილი“ წარმოება 2025 წლის ივლისში დაიწყო.[53][54][55][56] ის Prix Iris Tribute Award-ის ლაურეატი გახდა კვებეკის კინო-ჯილდოების 26-ე ცერემონიაზე.[57]
მომავალი პროექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილნევი ასევე აპირებს გადაიღოს ისტორიული დრამა კლეოპატრაზე Sony Pictures-ისთვის (სტეისი შიფის ბიოგრაფიის მიხედვით) და არტურ ჩარლზ კლარკის სამეცნიერო ფანტასტიკის რომანის „შეხვედრა რამასთან“ ადაპტაცია Alcon Entertainment-ისთვის.[52][58][59] მან ასევე დაადასტურა, რომ საიდუმლო პროექტი მზადდება, რომელზეც თქვა: „...ამჟამად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის საკმაოდ სწრაფად უნდა იხილოს დღის შუქმა. ასე რომ, კარგი იდეა იქნებოდა რაღაცის გაკეთება პროექტებს შორის, სანამ დიუნის მესიასა და კლეოპატრას შევეჭიდები. ყველა ეს პროექტი ჯერ კიდევ იწერება, ასე რომ ვნახავთ, საით წავლენ, მაგრამ მე ამაზე კონტროლი არ მაქვს.[60] 2024 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვილნევი მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომ შესაძლოა კვლავ გაერთიანებულიყო Legendary Pictures-თან და გადაეღო ენი იაკობსენის არამხატვრული წიგნის „ბირთვული ომი: სცენარი“ კინოადაპტაცია.[61]
Amazon MGM Studios-მა 2025 წლის ივნისში გამოაცხადა, რომ კომპანიამ ვილნევი შეარჩია ჯეიმს ბონდის 26-ე ფილმის გადასაღებად, რომლის გამოსვლა 2028 წელს არის მოსალოდნელი.[62][63][64][65] ვილნევმა გაავრცელა განცხადება: „მამაჩემთან ერთად ვიზრდებოდი ჯეიმს ბონდის ფილმების ყურებით, შონ კონერის „დოქტორ ნოდან“ მოყოლებული. მე ბონდის თავგამოდებული ფანი ვარ. ჩემთვის ის წმინდა ტერიტორიაა. ვაპირებ პატივი ვცე ტრადიციას და გზა გავუხსნა მრავალ ახალ მისიას, რომელიც წინ გველის.[66] Villeneuve had previously been offered to direct No Time to Die (2021), but declined in favor of directing Dune.[67] ვილნევს მანამდე შესთავაზეს „არ არის დრო სიკვდილისთვის“ (2021) გადაღება, მაგრამ მან უარი თქვა „დიუნი“-ის სასარგებლოდ.
გავლენები და სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„პოლიტექნიკი“-იდან მოყოლებული, ვილნევი ცნობილი გახდა ვიზუალური სტილით, რომელიც დაფუძნებულია ხანგრძლივ კადრებზე, ზუსტ მისენსცენაზე, სტაბილურ კამერაზე, უსიტყვო სიჩუმის პერიოდებზე მღელვარე ატმოსფეროს ხაზგასასმელად, და ზედაპირულ ფოკუსზე, მაღალი კონტრასტულობის მქონე ოპერატორულ ნამუშევარზე. ვილნევის ფილმების მთავარ თემას წარმოადგენენ პერსონაჟები, რომლებიც ებრძვიან საკუთარ იდენტობას იზოლაციის სამყაროებში, როგორც ეს არის „სიკარიო“-ში (ქეით მეისერი), „მტერი“-ში (ადამ ბელი), „ჩამოსვლა“-ში (ლუიზა ბენქსი), „სამართებელზე მორბენალი 2049“-ში (ოფიცერი ქეი) და „დიუნი“-ის ფილმებში. ვილნევი თავის მთავარ კინემატოგრაფიულ გავლენად ასახელებს სტივენ სპილბერგს, სტენლი კუბრიკს, ალფრედ ჰიჩკოკს, ძმებ კოენებს, პოლ ტომას ანდერსონს, რიდლი სკოტს, სემ მენდესს, ჟან-ლიუკ გოდარს, ფრანსუა ტრიუფოს, ინგმარ ბერგმანს, იორგოს ლანთიმოსს და კრისტოფერ ნოლანს.[68][69][70][71][72]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილნევი დაქორწინებულია ტანია ლაპუანტზე, ჟურნალისტსა და კინორეჟისორზე.[73] ტანიას წინა ურთიერთობიდან ჰყავს სამი შვილი.[74] ვილნევი და ლაპუანტი ერთად მუშაობენ კინოპროექტებზე, როგორც რეჟისორ-პროდიუსერი პარტნიორები. ლაპუანტი ამბობს: „მე დენისის ტვინის გაგრძელება ვარ.“[75][76] დენისის ქალიშვილი სალომე ვილნევი ასევე კინორეჟისორია, რომლის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმის III-ის პრემიერა შედგა 2022 წლის ვენეციის კინოფესტივალზე.[77] მანამდე ვილნევს ურთიერთობა ჰქონდა მაჩა გრენონთან.[78][79] ვილნევი კვებეკისა და კანადის ხელოვნების აქტიური მხარდამჭერია, ის ახალისებს ახალგაზრდა კინორეჟისორებს ქვეყანაში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cain, Sian (2025-06-26). „Denis Villeneuve to direct new James Bond film“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2025-06-27.
- ↑ Chappell, Bill (2025-06-26). „The next James Bond film will have Dune's Denis Villeneuve as its director“. NPR (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-06-27.
- ↑ Fuster, Jeremy. (2025-06-25) Denis Villeneuve to Direct Next James Bond Film en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-27
- ↑ Les parents de Denis Villeneuve débordent de fierté fr-ca. CBC/Radio-Canada (January 24, 2017). ციტირების თარიღი: October 5, 2017
- ↑ Fontaine, Myriam; Mullen, Patrick. Denis Villeneuve (January 27, 2011). ციტირების თარიღი: January 25, 2020
- 1 2 Demers, Maxime (7 October 2017). „Denis Villeneuve: l'incroyable ascension“. Le Journal de Montréal. ციტირების თარიღი: 2025-11-28.
- ↑ Vineyard, Jennifer (January 25, 2017). „Denis Villeneuve Has Arrived. Now He's About to Take the Next Step“. Vulture. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 25, 2020. ციტირების თარიღი: January 25, 2020.
- ↑ Concordia to award 9 honorary doctorates at its spring 2024 convocation - Concordia University en. ციტირების თარიღი: 2024-06-07
- ↑ Villeneuve's hometown holds red-carpet bash. ციტირების თარიღი: March 1, 2011
- ↑ Festival de Cannes: August 32nd on Earth. ციტირების თარიღი: October 4, 2009
- ↑ Margaret Herrick Library, Academy of Motion Picture Arts and Sciences
- ↑ 45 Countries Submit Films for Oscar Consideration. Academy of Motion Picture Arts and Sciences (November 19, 1998). ციტირების თარიღი: October 20, 2015
- 1 2 Lacey, Liam (December 13, 2000). „Maelstrom storms the Genies“. The Globe and Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 11, 2018. ციტირების თარიღი: February 11, 2018.
- ↑ Vlessing, Etan (September 22, 2010). „Canada picks 'Incendies' to vie for Oscar“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2012. ციტირების თარიღი: September 29, 2010.
- ↑ Nominees for the 83rd Academy Awards. Academy of Motion Picture Arts and Sciences. ციტირების თარიღი: January 25, 2011
- ↑ Genie Awards: It's "Incendies" and the Red Carpet – Blog – The Film Experience. ციტირების თარიღი: November 30, 2015
- ↑ Holden, Stephen (December 14, 2011). „2011 Films: Melancholia, Tree of Life, Moneyball“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 4, 2014. ციტირების თარიღი: November 30, 2015.
- ↑ „Variety taps Canadians among directors to watch“. CBC News. January 3, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 20, 2016. ციტირების თარიღი: December 18, 2016.
- ↑ Villeneuve, Denis. Denis Villeneuve, 2011 National Arts Centre Award. Governor General's Performing Arts Awards. ციტირების თარიღი: November 15, 2016
- ↑ 11-time Oscar nominee Roger Deakins talks 'Prisoners' and the upcoming 'Unbroken'. ციტირების თარიღი: November 30, 2015
- ↑ „Villeneuve's Enemy wins $100,000 Toronto critics' prize for best Canadian film of 2014“. The Globe and Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2015. ციტირების თარიღი: November 30, 2015.
- ↑ „Denis Villeneuve in Talks To Direct Mexican Crime Drama Sicario for Black Flag“. Deadline Hollywood. December 6, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 2, 2014. ციტირების თარიღი: June 2, 2014.
- ↑ „Josh Brolin to Star Opposite Emily Blunt in Denis Villeneuve's 'Sicario'“. Variety. May 30, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 15, 2018. ციტირების თარიღი: June 2, 2014.
- ↑ 2015 Official Selection. ციტირების თარიღი: April 16, 2015
- ↑ Sicario (2015) – Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 30, 2015
- ↑ „Cannes: Paramount Confirms 'Story Of Your Life' Acquisition; $20 Million Is Fest Record Deal“. Deadline Hollywood. May 14, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2014. ციტირების თარიღი: April 17, 2020.
- ↑ „Jeremy Renner Joins Amy Adams in Sci-Fi 'Story of Your Life'“. The Hollywood Reporter. March 6, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 8, 2015. ციტირების თარიღი: April 17, 2020.
- ↑ Amy Adams, Jennifer Garner spotted in Montreal as Hollywood filming heats up. ციტირების თარიღი: November 30, 2015
- ↑ "Film Critic Top 10 Lists - Best Movies of 2016 - Metacritic. Metacritic. ციტირების თარიღი: July 31, 2017
- ↑ Hipes, Patrick. (December 8, 2016) AFI Awards: Best Of 2016 List Includes 'Silence', 'Hacksaw Ridge' & More. ციტირების თარიღი: December 8, 2016
- ↑ Nebula Awards 2017. ციტირების თარიღი: May 24, 2017
- ↑ 2017 Hugo Awards. World Science Fiction Society (December 31, 2016). ციტირების თარიღი: August 12, 2017
- ↑ „Blade Runner sequel has found its director!“. Variety. 26 თებერვალი 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2015.
- ↑ „Denis Villeneuve in talks to direct Blade Runner sequel“. Variety. 26 თებერვალი 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2015.
- ↑ „Blade Runner sequel concept art: See a first look“. Entertainment Weekly. 15 ივლისი 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2017.
- ↑ Vincent, Alice (9 ოქტომბერი 2017). „Blade Runner 2049 has flopped at the box office – here are six reasons why“. The Telegraph. London, UK. ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2022. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი 2017.
- ↑ „Denis Villeneuve movies ranked from worst to best“. IndieWire. 2 ოქტომბერი 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 24 მარტი 2020.
- ↑ Kit, Borys (9 იანვარი 2019). „Stellan Skarsgard to play villain in Legendary's Dune“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2019.
- ↑ Kroll, Justin (21 დეკემბერი 2016). „Blade Runner 2049 helmer Denis Villeneuve eyed to direct Dune reboot“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2016.
- ↑ Fleming, Mike, Jr. (17 ივლისი 2018). „Timothée Chalamet in talks to star in Dune for Denis Villeneuve and Legendary“. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2018.
- ↑ Kit, Borys (9 იანვარი 2019). „Stellan Skarsgard to play villain in Legendary's Dune“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2019.
- ↑ Davids, Brian (25 იანვარი 2019). „Rebecca Ferguson on prepping for Dune and her Mission: Impossible future“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი 2019.
- ↑ Kit, Borys; Couch, Aaron (29 იანვარი 2019). „Oscar Isaac joining Denis Villeneuve's Dune“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2019.
- ↑ Galuppo, Mia (January 30, 2019). „Zendaya circling Denis Villeneuve's Dune“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 31, 2019. ციტირების თარიღი: February 15, 2019.
- ↑ Fleming, Mike, Jr.. (February 14, 2019) Aquamans Jason Momoa joins killer cast of Denis Villeneuve's Dune. ციტირების თარიღი: November 16, 2021
- ↑ Sneider, Jeff (5 ოქტომბერი 2020). „Denis Villeneuve's Dune movie is moving to late 2021“. Exclusive. Collider. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2020.
- ↑ d'Alessandro, Anthony; Kroll, Justin (26 ოქტომბერი 2021). „Dune sequel greenlighted by Legendary & Warner Bros; pic will get theatrical window in October 2023“. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი 2021.
- ↑ „Dune: Part two 'like no other blockbuster', say impressed critics“. BBC News. 22 თებერვალი 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი 2024. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი 2024.
- ↑ Murray, Emily (1 მარტი 2024). „Dune 2 ending explained: Holy war, Chani's future, and how it sets up Part 3“. Total Film. GamesRadar+. ციტირების თარიღი: 3 მარტი 2024. ციტატა: „... it has been unleashed onto the world to much critical acclaim already ...“
- ↑ Fuster, Jeremy. (2024-02-28) Dune 2 box office preview: Why the sequel is poised to be a hit. ციტირების თარიღი: 2024-03-03
- ↑ Fuster, Jeremy. (2024-03-04) Legendary's Mary Parent on Dune 2 success, challenges. ციტირების თარიღი: 2024-04-17
- 1 2 Zacharek, Stephanie (31 იანვარი 2024). „Denis Villeneuve refuses to let Hollywood shrink him down to size“. Time. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი 2024.
- ↑ Cassidy, Mark. (July 9, 2025) Dune: Part Three Officially Begins Filming; Denis Villeneuve Shares First Production Still. ციტირების თარიღი: July 9, 2025
- ↑ Konwar, Nibir. (July 7, 2025) Denis Villeneuve's Dune 3 officially starts filming today in Budapest. ციტირების თარიღი: July 8, 2025
- ↑ Wiseman, Andreas; Bamigboye, Baz. (February 18, 2025) Dune 3 Aiming to Shoot This Summer. ციტირების თარიღი: February 19, 2025
- ↑ Bamigboye, Baz; Wiseman, Andreas. 'Dune 3' Aiming To Shoot This Summer en (18 February 2025). ციტირების თარიღი: 21 February 2025
- ↑ Ramond, Charles-Henri. (5 November 2024) Denis Villeneuve: Iris hommage 2024.
- ↑ Kroll, Justin (27 სექტემბერი 2017). „Denis Villeneuve in Talks to Direct 'Cleopatra' at Sony“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი 2022.
- ↑ Galuppo, Mia (December 15, 2021). „Denis Villeneuve Tackling Adaptation of Sci-Fi Classic 'Rendezvous With Rama' (Exclusive)“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 1, 2022. ციტირების თარიღი: December 15, 2021.
- ↑ Davids, Brian (1 March 2024). „Denis Villeneuve talks Dune 2 and why Blade Runner 2049 still keeps him up at night“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 13 March 2024.
- ↑ Thompson, Jaden (4 April 2024). „Denis Villeneuve and Legendary Developing Dune 3 and Nuclear War: A Scenario Film Adaptation“. Variety. ციტირების თარიღი: 6 April 2024.
- ↑ Stephan, Katcy. (June 25, 2025) Denis Villeneuve to Direct James Bond Film at Amazon. ციტირების თარიღი: June 26, 2025.
- ↑ Grobar, Matt. Denis Villeneuve Directing Next James Bond Film (25 June 2025). ციტირების თარიღი: 26 June 2025
- ↑ Graves, Sabina. (2025-06-27) Amazon Wants Denis Villeneuve's 'Bond' Movie as Soon as Possible en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-27
- ↑ Jackson, Tatiana Siegel,Angelique. (2025-06-27) What’s Next for Denis Villeneuve’s Bond Movie? Amazon’s Wishlist Includes Jacob Elordi, Tom Holland and Harris Dickinson en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-27
- ↑ Staff, Amazon. (2025-06-25) Amazon MGM Studios sets Denis Villeneuve as director of next James Bond film en. ციტირების თარიღი: 2025-06-26
- ↑ Sharf, Zack (January 2, 2018). „Denis Villeneuve Would've Loved to Direct Bond 25, But Nothing Will Get in the Way of 'Dune'“. IndieWire (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 8, 2021. ციტირების თარიღი: June 26, 2025.
- ↑ Denis Villeneuve calls the Fabelmans the "best movie" (February 21, 2023). ციტირების თარიღი: February 27, 2023
- ↑ Denis Villeneuve talks about his Inspiration Steven Spielberg - PGA awards 2022 - DGA Awards 2022 (March 20, 2022). ციტირების თარიღი: February 20, 2023
- ↑ Denis Villeneuve's Favorite Movies: 20 Films the Director Wants You to See (February 11, 2021). ციტირების თარიღი: November 13, 2022
- ↑ Denis Villeneuve named his 20 favourite films of all time (February 24, 2022). ციტირების თარიღი: November 13, 2022
- ↑ Denis Villeneuve names his favourite sci-fi movies (October 3, 2022). ციტირების თარიღი: November 13, 2022
- ↑ Marsha Lederman, "Documentary The Paper Man looks at the impact and magic of Claude Lafortune's sculptures" დაარქივებული February 18, 2022, საიტზე Wayback Machine. . The Globe and Mail, December 22, 2020.
- ↑ Buckley, Cara (November 10, 2016). „Denis Villeneuve of 'Arrival' Leans In to Strong Heroines“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 18, 2022. ციტირების თარიღი: December 12, 2016.
- ↑ Victorian, Brande. (2024-12-04) It Takes Two to Make a Film Go Right: The Couples Behind Oscar Contenders en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-27
- ↑ Staff, Amazon. (2025-06-25) Amazon MGM Studios sets Denis Villeneuve as director of next James Bond film en. ციტირების თარიღი: 2025-06-27
- ↑ Michaela Zee, "Salomé Villeneuve Explores Childhood Memories in Nature in Venice-Selected Short ‘III’" დაარქივებული February 24, 2023, საიტზე Wayback Machine. . Variety, September 10, 2022.
- ↑ Denis Villeneuve and his wife Macha, who have been married for a while expecting a baby together?. HitBerry (March 30, 2016). ციტირების თარიღი: July 8, 2022
- ↑ Red Ketchup, the long-awaited animated adaptation დაარქივებული June 4, 2023, საიტზე Wayback Machine. , cmf-fmc, April 20, 2023