შინაარსზე გადასვლა

დენიმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდიგოთი შეღებილი ჯინსის ქსოვილი

დენიმი — მაგარი ბამბის ტექსტილი,[1] რომელშიც საძგიდი ძაფი გადის ორ ან მეტ საფენ ძაფზე. ეს დიაგონალური ქსოვის წესი ქმნის დახრილ ნაოჭებს, რაც მას განასხვავებს ბამბის ტილოსგან. დენიმი, როგორც ის დღეს არის ცნობილი, პირველად წარმოებულია საფრანგეთის ქალაქ ნიმში.[2]

დენიმი ხელმისაწვდომია ბევრ სხვადასხვა ფერში, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ინდიგო. შეღებისას საფენი ძაფი იღებება, ხოლო საძგიდი ძაფი თეთრი რჩება.[3] დენიმი გამოიყენება სხვადასხვა სახის ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის შესაქმნელად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Mogahzy, Y. E. (2009). Engineering Textiles: Integrating the Design and Manufacture of Textile Products, First, Woodhead Publishing, გვ. 362. ISBN 978-1-84569-048-9. 
  2. Story of Denim Blue Jeans across the Eras. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2018. ციტირების თარიღი: 21 April 2018
  3. St. Clair, Kassia (2018). The Golden Thread: How Fabric Changed History. London: John Murray, გვ. 177. ISBN 978-1-4736-5903-2. OCLC 1057250632.