დენიზ ტეკინი
დენიზ ტეკინი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1997, 7 ივნისი |
დაბ. ადგილი | იზმირი, თურქეთი |
წარმოშობა | თურქი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2016 - |
დენიზ ტეკინი ვიკისაწყობში |
დენიზ ტეკინი[1][2] (დ. 1997, 7 ივნისი, იზმირი, თურქეთი) — თურქი მომღერალი და სიმღერების ავტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დენიზ ტეკინი იზმირში დაიბადა, სახელმწიფო მოხელის ოჯახში და ბავშვობის წლები გაატარა იზმირის ისტორიულ უბანში კონაკში. მისი მშობლები სტომატოლოგიას სწავლობდნენ და სწორედ ამიტომ დენიზმა დრო სხვადასხვა პროვინციებში გაატარა. იგი ჯერ ოჯახთან ერთად მარდინში ცხოვროდა, სადაც დაამთავრა დაწყებითი სკოლა. ამის შემდეგ კი ის სწავლობდა საშუალო სკოლაში ქალაქ გაზიანთეფში. მუსიკისადმი ინტერესი ადრეული წლებიდან დაიწყო, ჯერ ფორტეპიანოთი და ფლეიტით მამის წახალისებით, მაშინ ის ჯერ კიდევ რვა წლის იყო. დენიზ ტეკინი 16 წლის ასაკში თურქეთის, პატარა კაფეებში ცოცხლად მღეროდა. გაზიანთეფში ყოფნისას, მან ატვირთა თავისი ნამუშევრები მუსიკალურ პლატფორმებზე, მათ შორის SoundCloud-ზე და მიიპყრო საზოგადოების ყურადღება [3]. ამ პერიოდში მის სიმღერებს Youtube-ზე დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი უსმენდა [4][5]. გარკვეული პერიოდის შემდგომ მან თავისი მსმენელისთვის კონცერტები გამართა თურქეთის დიდ ქალაქებში, როგორიცაა: სტამბოლი, ანკარა, იზმირი და ანტალია [6][7][8]. 2015 წელს თურქმა მომღერალმა ქალბენმა ერთ-ერთ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა დენიზ ტეკინის ხმაზე [9].
გაზიანთეფის დატოვების შემდგომ მან სწავლა განაგრძო სტამბოლში ბოგაზიჩის უნივერსიტეტში, დასავლური ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
2017 წელს, ცხრამეტი წლის ასაკში, მან გამოუშვა თავისი პირველი სტუდიური ალბომი „Kozakuluçka“, რომელშიც შევიდა ცხრა სიმღერა. ამ ალბომში დენიზ ტეკინმა შეიტანა ისეთი სიმღერები, როგორიცაა აჰმეტ კაიას და იუსუფ ჰაიალოღლუს „ბენი ვური“ [10]. მოგვიანებით მან შეასრულა არაერთი სიმღერა ჯან ოზანთან ერთად [11]. მან ასევე გადაიღო კლიპი სტამბოლში სიმღერისთვის „Bende Bir Problem Var“. 2019 წელს მან მონაწილეობა მიიღო შანიშერის და 19 სხვა რეპერების საპროტესტო რეპ ჟანრში „Sesamam“ [12].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gaziantep Kolej Vakfı. GKV ATATÜRK’Ü ANMA İL TÖRENİ BÜYÜK BEĞENİYLE İZLENDİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 March 2018. ციტირების თარიღი: 7 March 2018.
- ↑ SonDakika.com. Reklamı Kapat Şahinbey Lions Kulüpten Eğitime Büyük Destek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 March 2018. ციტირების თარიღი: 7 March 2017.
- ↑ Artık star’lık diye bir şey kalmadı. Hürriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 May 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Bu gençler ateş ediyor. NTV Sanat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Deniz Tekin Kadıköy Sahne'de. Karnaval. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 April 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ İşte internetteki müzik platformlarının yeni fenomenleri:. Hürriyet Kelebek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 February 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Deniz Tekin İlk Albümünü Çıkardı!. Wagazin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 May 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Deniz Tekin- Kozakuluçka. Milliyet Sanat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 May 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Sahnelere 'bayram günü gibi gelen': Kalben. Hürriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 August 2016. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Babylon 24 Nisan haftası programında neler var?. Milliyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 May 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Akyıldız, Tolga. Kendi yolunu bulmuş bir müzisyen. Hürriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2018. ციტირების თარიღი: 1 April 2020.
- ↑ თარგი:Haber kaynağı