დენიზის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დენიზის ტბა
დენიზის ტბა
დენიზის ტბა
კოორდინატები: 40°49′03″ ჩ. გ. 41°09′37″ ა. გ. / 40.8176611° ჩ. გ. 41.1603111° ა. გ. / 40.8176611; 41.1603111
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული ართვინის პროვინცია
სიმაღლე ზღვის დონიდან 3384 
ფართობი 0,00075 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 60 
დენიზის ტბა — თურქეთი
დენიზის ტბა

დენიზის ტბა (თურქ. Deniz Gölü) — მყინვარული წარმოშობის ტბა თურქეთში, ართვინის პროვინციაში. მდებარეობს ჭანეთის ქედზე, მწვერვალ ქაჩქარზე, ზღვის დონიდან 3384 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 750 მ²,[1] მაქსიმალური სიღრმე 60 მ. ტბის დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 150 მ-ს. ყინულით დაფარულია 10 თვის განმავლობაში. ყინულისგან თავისუფლდება ზაფხულში.[2] ტბისკენ მიდის ერთი საფეხმავლო მარშრუტი სოფელ იაილალარიდან.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kaçkar Dağında Buzul Şekilleri
  2. Kaçkar'a Dalmak. kesfetmekicinbak.com
  3. Çamlıhemşin Gölleri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-29. ციტირების თარიღი: 2018-03-29.