დენდროლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დენდროლოგია (ძვ. ბერძნ. δένδρον, დენდრონ — „ხე“ და ძვ. ბერძნ. -λογία, ლოგია — „მოძღვრება“) — მეცნიერება და სწავლება მერქნიანი მცენარეების შესახებ, მათ მორფოლოგიას, ფიზიოლოგიას, გეოგრაფიას და ა. შ.[1] მკვეთრი ზღვარი მცენარეთა ტაქსონომიასა და დენდროლოგიას შორის არ იკვეთება. ამასთან, მერქნიან მცენარეებს მიეკუთვნებიან არა მხოლოდ მცენარეთა სხვადასხვა ოჯახები, არამედ ეს ოჯახები შეიძლება შედგებოდნენ როგორც მერქნიანი, ასევე არამერქნიანი წევრებისგან. ზოგიერთი ოჯახი მოიცავს ხე-მცენარეთა მხოლოდ რამდენიმე სახეობას. ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს დენდროლოგიური მიდგომის სარგებლიანობას. დენდროლოგია ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურად სასარგებლო ხე-მცენარეებზე, მათ იდენტიფიკაციაზე, სამებაღეო და სამეტყევეო თვისებებზე.

დენდროლოგია და ბოტანიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენდროლოგიას ხშირად ბოტანიკასთან აიგივებენ, თუმცა ბოტანიკა შეისწავლის ძირითად მცენარეთა ყველა სახეობას, დენდროლოგია კი, მხოლოდ მერქნიან მცენარეებს. ამგვარად, დენდროლოგია არის ბოტანიკის ერთ-ერთი კარი, რომლის კვლევის საგანია მერქნიანი მცენარეები.

ცნობილი დენდროლოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]