მართა ვაშინგტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დენდრიჯი, მართა)
მართა ვაშინგტონი

დენდრიჯი, მართა პარკ-ქასთის ვაშინგტონი (ინგლ. Martha Dandridge Parke-Custis Washington) (დ. 2 ივნისი, 1731, უილიამსბურგი, ვირჯინია — გ. 22 მაისი, 1802, მაუნტ-ვერნონი, ვირჯინია), ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მისი მეუღლე იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართა დაიბადა 1731 წლის ივნისს,[1] უილიამსბურგთან (ვირჯინია) ახლოს, ვირჯინიელი პლანტატორის ჯონ დენდრიჯის ოჯახში. 18 წლის ასაკში დაქორწინდა მდიდარ, მასზე 20 წლით უფროს დენიელ პარკ-ქასთისზე. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ ორმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს. 1757 წელს დენიელ ქასთისი გარდაიცვალა.

მისი მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1759 წლის 6 იანვარს, მართა დენბრიჯი ცოლად გაჰყვა პოლკოვნიკ ჯორჯ ვაშინგტონს. დაქორწინების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ ვაშინგტონის სახლში მაუნთ ვერნონში. მათ თანაცხოვრებისას საერთო შვილი არ ჰყოლიათ.

მართა დენდრიჯი წინააღმდეგი იყო ჯორჯ ვაშინგტონის გაპრეზიდენტებისა და ინაუგურაციასაც კი არ დასწრებია, თუმცა შემდეგ მან ნათლად შეასრულა ყველა ის მოვალეობა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის ეკისრებოდა.

მართა ვაშინგტონი გარდაიცვალა მაუნთ ვერნონში, იგი დაკრძალეს 1802 წლის 22 მაისს. 1831 წელს იგი გადაასვენეს აკლდამაში თავისი მეუღლის გვერდით.

მართა დენდრიჯი საფოსტო მარკაზე

1902 წელს მართა დენდრიჯი გახდა პირველი ქალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო მარკაზე გამოისახა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Martha Washington - Early Life: Birth and Family of Origin. MarthaWashington.US(Center for History and New Media/The Mount Vernon Ladies' Association). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 21, 2019. ციტირების თარიღი: June 2, 2012.