დემურ ტაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტაბიძე.
დემურ ტაბიძე
Demur Tabidze.jpg
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1933(1933-06-01)
გარდ. თარიღი 2006
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ეროვნება ქართველები
საქმიანობა გეომორფოლოგია და სპელეოლოგია
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

დემურ ტაბიძე (დ. 1 ივნისი, 1933 — გ. 2006) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1988).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემურ ტაბიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1956 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის სამხედრო კარტოგრაფიულ ფაბრიკაში ტექნიკოს-კარტოგრაფის თანამდებობაზე; 1957 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.[1]

ინსტიტუტში ახლად შექმნილი კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა სპელეო-ექსპედიციებში ხვამლის, ასხის, მიგარიას, წებელდის და ოხაჩქუეს კირქვულ მასივებზე. შედგენილი აქვს წებელდის კირქვული მასივის, ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრულის, აფიანჩისა და შაქურანის მღვიმოვანის ბლოკ-დიაგრამები, მღვიმეების გეგმები და ჭრილები, გავრცელების სქემატური გეგმები.

დემურ ტაბიძემ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1966 წელს თემაზე: „მდ. კოდორის აუზის გეომორფოლოგია“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია ქალაქ ნოვოსიბირსკში 1988 წელს თემაზე „რელიეფის მოცულობითი ანალიზი და გეომორფოლოგიური სისტემატიკა“. მის მიერ გამოკვლეულია საქართველოს რელიეფის მორფოლოგიის გენეზისისა და ასაკის სხვადასხვა ასპექტები, აგრეთვე გეომორფოლოგიური კარტოგრაფირების თეორიული საფუძვლები.[1]

მუშაობდა ფიზიოგრაფიული კარტოგრაფირების საკითხებზე. მეცნიერული საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებისა და ხელოვნების ახალი მიმართულების შექმნას — ბუნების ქანდაკებისა და გეოგრაფიული ფერწერის შესახებ, რაც შეიძლება დაუკავშირდეს ტურიზმის მსოფლიო ბიზნესს გეოგრაფიული მუზეუმების შექმნის თვალსაზრისით. აღნიშნულთან დაკავშირებით მას შედგენილი აქვს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების 40 ფერწერული ტილო.

დემურ ტაბიძეს გაკეთებული აქვს სხვადასხვა მასშტაბის საქართველოსა და მისი კუთხეების ბუნებრივი ქანდაკებები. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იმერეთის გეომორფოლოგია (რედაქტორი) // ნაწ. 1. თბილისი, მეცნიერება, 2003;
  • იმერეთის გეომორფოლოგია: (რედაქტორი) // ნაწ. 2. თბილისი, მეცნიერება, 2004;
  • Чхалтинское землетрясение (თანაავტორი). Тбилиси, Мецниереба, 1967;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.