დემოკრატიული დაღმასვლა
დემოკრატიული დაღმასვლა,[1] ასევე ცნობილია, როგორც ავტოკრატიზაცია — პროცესი, რომლის დროსაც ქვეყანა დემოკრატიის უკუსვლას განიცდის და ავტორიტარიზმისკენ მიემართება. დემოკრატიული დაღმასვლის დროს პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელება უფრო თვითნებურ და რეპრესიულ ხასიათს იძენს,[2][3][4] ხდება მთავრობის არჩევის და ქვეყნის მართვის პროცესში პოლიტიკური ჩართულობის შეზღუდვა. [5][6]
დემოკრატიული დაღმასვლის პროცესი მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტების დეგრადაციას, როგორიცაა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, და ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების, დარღვევას.[7][8] დემოკრატიის უკუსვლა დემოკრატიზაციის საპირისპირო პროცესია.
დემოკრატიული დაღმასვლის შესაძლო მიზეზებს შორის მიიჩნევა ეკონომიკური უთანასწორობა, კულტურული ომები, კონსერვატიული რეაქციები საზოგადოებრივ ცვლილებებზე, პოპულისტური პოლიტიკა და გარე ზემოქმედება გლობალური ძალაუფლების მქონე სახელმწიფოების მხრიდან. კრიზისების დროს დემოკრატიულ დაღმასვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ, როდესაც ლიდერები საგანგებო მდგომარეობის დროს აწესებენ ავტორიტარულ წესებს, რომლებიც ან გადაჭარბებულია კრიზისის სიმძიმესთან შედარებით, ან ძალაში რჩება ვითარების გაუმჯობესების შემდეგაც.[9]
საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული დაღმასვლის პროცესი განსაკუთრებით გამწვავდა 2023-2024 წლებიდან, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ანტიდემოკრატიული კანონების მიღება დაიწყო და მათ მიმართ გაჟღერდა არჩევნების გაყალბების ბრალდებები.[10][11][12][13]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ტერმინი ასევე ცნობილია, როგორც ავტოკრატიზაცია, დემოკრატიული უკუსვლა, დემოკრატიული ეროზია, დემოკრატიის გაქრობა,დემოკრატიული რეცესია,დემოკრატიული რეგრესია და დემოკრატიული დეკონსოლიდაცია.
- ↑ Hyde, Susan D. (2020). „Democracy's backsliding in the international environment“. Science. 369 (6508): 1192–1196. Bibcode:2020Sci...369.1192H. doi:10.1126/science.abb2434. PMID 32883862. S2CID 221472047.
- ↑ Skaaning, Svend-Erik (2020). „Waves of autocratization and democratization: a critical note on conceptualization and measurement“ (PDF). Democratization. 27 (8): 1533–1542. doi:10.1080/13510347.2020.1799194. S2CID 225378571. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 6 February 2023. ციტირების თარიღი: 7 November 2022.
- ↑ Lührmann, Anna; Lindberg, Staffan I. (2019). „A third wave of autocratization is here: what is new about it?“. Democratization. 26 (7): 1095–1113. doi:10.1080/13510347.2019.1582029. S2CID 150992660. ციტატა: „The decline of democratic regime attributes – autocratization“
- ↑ Cassani, Andrea; Tomini, Luca (2019) „What Autocratization Is“, Autocratization in post-Cold War Political Regimes (en). Springer International Publishing, გვ. 15–35. ISBN 978-3-030-03125-1.
- ↑ Walder, D.; Lust, E. (2018). „Unwelcome Change: Coming to Terms with Democratic Backsliding“. Annual Review of Political Science. 21 (1): 93–113. doi:10.1146/annurev-polisci-050517-114628. ციტატა: „Backsliding entails deterioration of qualities associated with democratic governance, within any regime. In democratic regimes, it is a decline in the quality of democracy; in autocracies, it is a decline in democratic qualities of governance.“
- ↑ Lindberg, Staffan I.. The Nature of Democratic Backsliding in Europe en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 April 2021. ციტირების თარიღი: 2021-01-27
- ↑ Rocha Menocal, Alina; Fritz, Verena; Rakner, Lise (June 2008). „Hybrid regimes and the challenges of deepening and sustaining democracy in developing countries1“. South African Journal of International Affairs (ინგლისური). 15 (1): 29–40. doi:10.1080/10220460802217934. ISSN 1022-0461. S2CID 55589140. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2020.
- ↑ Pandemic Backsliding. V-Dem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 23 January 2021
- ↑ Democratic Backsliding in Georgia
- ↑ Back to the Future: Georgia Faces the Danger of Democratic Backsliding Ahead of 2024 Elections
- ↑ Authoritarian Backsliding in Georgia
- ↑ 14 MEPs draft resolution on democratic backsliding, threats to political pluralism in Georgia