დემის ჰასაბისი

სერ დემის ჰასაბისი (დ.27 ივლისი, 1976)[1]—ბრიტანელი ხელოვნური ინტელექტის (AI) მკვლევარი და მეწარმე. Google DeepMind-ის [2] თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, აგრეთვე Isomorphic Labs-ის [3][4][5]დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ხელოვნური ინტელექტის მრჩეველი.
2024 წელს ჰასაბისმა და ჯონ მ. ჯამპერმა ერთობლივად მიიღეს ნობელის პრემია ქიმიის დარგში— ხელოვნური ინტელექტის კვლევისთვის, რომელიც ცილების სტრუქტურის წინასწარმეტყველებას ეხებოდა.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასაბისი დაიბადა კოსტას და ანჯელა ჰასაბისების ოჯახში. [6]მამის მხრიდან ბერძნულ-კვიპროსული [7] წარმოშობისაა, ხოლო დედის მხრიდან— ეთნიკურად ჩინური წარმოშობის სინგაპურელია.[8] დემისი გაიზარდა ჩრდილოეთ ლონდონში. კარიერის ადრეულ ეტაპზე მუშაობდა ვიდეოთამაშების ხელოვნური ინტელექტის პროგრამისტად და დიზაინერად, ასევე სამაგიდო თამაშების გამოცდილი მოთამაშედ.[9][10] უნივერსიტეტი ორივე დისციპლინაში უმაღლესი შეფასებით დაამთავრა. 1988-1990 წლებში ჰასაბისი სწავლობდა ჩრდილოეთ ლონდონში, ბიჭების გრამატიკულ სკოლაში — Queen Elizabeth’s School|Queen Elizabeth’s School, Barnet-ში. ჰასაბისმა დატოვა კომპანია Bullfrog, რათა ესწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტის Queens' College-ში, სადაც სწავლობდა კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით (Computer Science Tripos)
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასაბისმა 1998 წელს დატოვა კომპანია Lionhead, რათა დაეფუძნებინა Elixir Studios — ლონდონში დაფუძნებული დამოუკიდებელი ვიდეოთამაშების შემქმნელი სტუდია. კომპანიამ გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულებები გამომცემლებთან, როგორებიც არიან Eidos Interactive, Vivendi Universal და Microsoft.[11] Elixir Studios-ის საქმიანობის დასრულების შემდეგ, ჰასაბისი დაბრუნდა აკადემიურ სფეროში, რათა მიეღო დოქტორის ხარისხი (PhD) კოგნიტურ ნეირომეცნიერებაში UCL Queen Square Institute of Neurology-ში, რაც 2009 წელს დაასრულა ელინორ მაგუაიერის ხელმძღვანელობით.[12] ჰასაბისის მიზანი იყო ადამიანის ტვინიდან შთაგონების პოვნა ახალი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების შესაქმნელად. ნეირომეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევა სტუმარი-მეცნიერის სტატუსით ერთდროულად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) — ტომაზო პოჯიოს ლაბორატორიაში — და ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა.
ჰასაბისის სამუშაო სფეროები იყო წარმოსახვა, მეხსიერება და ამნეზია. თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან კვლევაში, რომლებიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალებში, როგორებიცაა Nature, Science, Neuron და PNAS.[13] პირველი აკადემიური ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა PNAS-ში, იყო გამორჩეული კვლევა — ჰასაბისმა პირველად სისტემატურად აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც დაზიანებული ჰქონდათ ჰიპოკამპუსი (რის შედეგადაც ვითარდება ამნეზია), ასევე არ შეეძლოთ წარმოედგინათ საკუთარი თავი ახალ სიტუაციებში. ამ აღმოჩენამ დაამყარა კავშირი წარმოსახვის კონსტრუქციულ პროცესსა და ეპიზოდური მეხსიერების აღდგენის რეკონსტრუქციულ პროცესს შორის.[14] ამ კვლევისა და შემდგომი ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) კვლევის საფუძველზე, ჰასაბისმა შეიმუშავა ეპიზოდური მეხსიერების სისტემის ახალი თეორიული მოდელი, რომელმაც განსაზღვრა, რომ „სცენის კონსტრუქცია“ — რთული და თანმიმდევრული სცენის გენერირება და შენარჩუნება — არის მთავარი მექანიზმი, რომელიც დგას როგორც მეხსიერების აღდგენის, ისე წარმოსახვის პროცესების უკან.[15] შემდგომში გააფართოვა ეს იდეები და ჩამოაყალიბა კონცეფცია, რომელსაც უწოდა „გონების სიმულაციის ძრავი“ (simulation engine of the mind) — მექანიზმი, რომლის დანიშნულებაც არის მოვლენებისა და სცენარების წარმოსახვა, რაც ეხმარება ადამიანს უფრო ეფექტურ გეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.[16][17]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Documentary AlphaGo on YouTube
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Demis Hassabis, Ph.D..
- ↑ Anon. (2017)Demis HASSABIS. Companies House. ციტირების თარიღი: 26 April 2017
- ↑ Crist, Ry. (4 November 2021) Alphabet launches Isomorphic Labs, an AI-driven drug discovery startup en. ციტირების თარიღი: 4 November 2021
- ↑ Coldeway, Devin. (4 November 2021) Isomorphic Labs is Alphabet's play in AI drug discovery en-US. ციტირების თარიღი: 4 November 2021
- ↑ Bonifacic, Igor (4 November 2021). „Alphabet's Isomorphic Labs is a new company focused on AI-driven drug discovery“. www.msn.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2021. ციტირების თარიღი: 4 November 2021.
- ↑ „Chase your passions, go deep with them: AI pioneer Demis Hassabis on what his dad and S'pore-born mum told him“. The Straits Times (ინგლისური). 2025-01-12. ISSN 0585-3923. ციტირების თარიღი: 2025-03-06.
- ↑ Nobel prize win for Greek Cypriot scientist en (2024-10-09). ციტირების თარიღი: 2024-10-11
- ↑ Dancel, Raul (2024-10-09). „Nobel Chemistry laureate Demis Hassabis has Singapore in his blood“. The Straits Times (ინგლისური). ISSN 0585-3923. ციტირების თარიღი: 2024-10-11.
- ↑ Gardner, Jasmine (31 January 2014). „Exclusive interview: meet Demis Hassabis, London's megamind who just sold his company to Google for £400m“. London Evening Standard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 May 2017. ციტირების თარიღი: 3 April 2018.
- ↑ Ahmed, Murad. (30 January 2015) Lunch with the FT: Demis Hassabis. Financial Times. ციტირების თარიღი: 24 August 2015
- ↑ Hassabis, Demis. (2014) Demis Hassabis Personal Website. ციტირების თარიღი: 30 July 2016
- ↑ UCL celebrates two more Nobel Prize laureates en (9 October 2024). ციტირების თარიღი: 24 March 2025
- ↑ თარგი:Google scholar id
- ↑ Hassabis, D.; Kumaran, D.; Vann, S. D.; Maguire, E. A. (2007). „Patients with hippocampal amnesia cannot imagine new experiences“ (PDF). Proceedings of the National Academy of Sciences. 104 (5): 1726–31. Bibcode:2007PNAS..104.1726H. doi:10.1073/pnas.0610561104. PMC 1773058. PMID 17229836. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 15 August 2015. ციტირების თარიღი: 29 August 2015.
- ↑ Hassabis, D.; Kumaran, D.; Maguire, E. A. (2007). „Using Imagination to Understand the Neural Basis of Episodic Memory“. The Journal of Neuroscience. 27 (52): 14365–14374. doi:10.1523/JNEUROSCI.4549-07.2007. PMC 2571957. PMID 18160644.
- ↑ Hassabis, Demis; Maguire, Eleanor A. (12 May 2009). „The construction system of the brain“. Philosophical Transactions of the Royal Society B: Biological Sciences. 364 (1521): 1263–1271. doi:10.1098/rstb.2008.0296. ISSN 0962-8436. PMC 2666702. PMID 19528007.
- ↑ Schacter, Daniel L.; Addis, Donna Rose; Hassabis, Demis; Martin, Victoria C.; Spreng, R. Nathan; Szpunar, Karl K. (21 November 2012). „The Future of Memory: Remembering, Imagining, and the Brain“. Neuron (ინგლისური). 76 (4): 677–694. doi:10.1016/j.neuron.2012.11.001. ISSN 0896-6273. PMC 3815616. PMID 23177955.