დემეტრე ვიპატოსი
იერსახე
დემეტრე ვიპატოსი — ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის უმცროსი ძე.
ვიპატოსის ბიზანტიის საკარისკაცო ტიტული მინიჭებული უნდა ჰქონდეს მავრიკიოს კეისრის მიერ VI საუკუნის 90-იან წლებში. დემეტრე ვიპატოსი იყო მცხეთის ჯვრის ტაძრის ერთ-ერთი აღმაშენებელი. ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე სამი ქტიტორის კომპოზიციაში, შემონახულია მისი რელიეფური გამოსახულება, წარწერით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 375.