დემარში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დემარში (ფრ. démarche სიტყვა-სიტყვით — „გამოსვლა“) — დიპლომატიურ პრაქტიკაში სახელმწიფოს მთავრობის, საგარეო საქმეთა უწყების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართვა მეორე სახელმწიფოს მთავრობისადმი. დემარში შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს როგორც ფორმით (ნოტა, მემორანდუმი, განცხადება და სხვა), ისე შინაარსით (თხოვნა, პროტესტი, გაფრთხილება, მუქარა — გარდა ძალისმიერი მუქარისა, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]