დელ-სერო-დელ-კუევონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დელ-სერო-დელ-კუევონი
კოორდინატები: 43°11′59″ ჩ. გ. 04°48′02″ დ. გ. / 43.19972° ჩ. გ. 4.80056° დ. გ. / 43.19972; -4.80056
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტერიტორიული ერთეული ასტურია
აბსოლუტური სიმაღლე 2019 მ
სიგრძე 7 060 მ
სიღრმე 1589 მ
შესასვლელთა რაოდენობა 2
ამგებელი ქანები კირქვა
დელ-სერო-დელ-კუევონი — ესპანეთი
დელ-სერო-დელ-კუევონი

დელ-სერო-დელ-კუევონი (ესპ. Sistema del Cerro del Cuevón) — მღვიმური სისტემა ესპანეთში, ასტურიაში. კარსტული წარმოშობისაა. მდებარეობს პიკოს-დე-ეუროპის ქედზე. სისტემა შედგება ორი ვერტიკალური მღვიმისაგან: საკუთრივ, დელ-სერო-დელ-კუევონი (T-33), რომლის შესასვლელი განლაგებულია ზღვის დონიდან 2019 მ სიმაღლეზე და ტორკა-დე-ლას-სასიფრაგასი (TR-2), რომლის შესასვლელი განლაგებულია 1590 მ-ზე. მღვიმური სისტემის სიღრმე შეადგენს 1589 მ-ს,[1] რომელსაც 1998 წელს მიაღწიეს.[2] წარმოადგენს ესპანეთის ყველაზე ღრმა და მსოფლიოს ერთ-ერთ უღრმეს კარსტულ მღვიმეს. დაახლოებით 1500 მ სიღრმეზე მღვიმე გადის სუბჰორიზონტულ მიწისქვეშა კოლექტორში, რომელზედაც გაედინება მდინარე მარბრეგალო. მღვიმე სიფონით მთავრდება. მღვიმეში არსებულ ყველაზე დიდ ჭას აქვს 134 მ სიღრმე.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Endokarst de la Torca del Cerro
  2. "-1.589m Récord de España en la Torca del Cerro del Cuevón", Estévez J. A., Subterránea 10:20-29, 1998.
  3. SISTEMA Sistema del Cerro del Cuevón. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-02. ციტირების თარიღი: 2018-01-11.