დელმირა აგუსტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Delmira Agustini.jpg
დაბადების თარიღი 1886, 24 ოქტომბერი
დაბადების ადგილი ურუგვაი, მონტევიდეო
გარდაცვალების თარიღი 6 ივლისი, 1914 (27 წლის)
გარდაცვალების ადგილი ურუგვაი, მონტევიდეო
დასაფლავებულია Central Cemetery of Montevideo
საქმიანობა მწერალი
ენა ესპანური ენა[1]
ეროვნება ურუგვაელი
მოქალაქეობა დროშა: ურუგვაი ურუგვაი
პერიოდი მოდერნიზმი
ჟანრი პოეზია

დელმირა აგუსტინი (დ. 24 ოქტომბერი, 1886, მონტევიდეო, ურუგვაი — გ. 6 ივლისი, 1914, მონტევიდეო, ურუგვაი) — ურუგვაელი მოდერნისტი პოეტი XIX საუკუნის დასაწყისში. [2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელმირა აგუსტინი დაიბადა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში. [3] მან დაიწყო წერა, როდესაც ათი წლის იყო და ლექსების პირველი წიგნი გამოაქვეყნა, როდესაც იგი ჯერ კიდევ მოზარდი იყო. [4]

იგი წერდა ჟურნალისთვის „La Alborada“ (გარიჟრაჟი). მან ჩამოაყალიბა 1900-იანი წლების ურუგვაელი მწერლების ახალი თაობის ნაწილი, ხულიო ჰერერა ი რეისიგთან, ლეოპოლდ ლუგონსსა და რუბენ დარიოსთან (ამ უკანასკნელს დელმირა საკუთარ მასწავლებლად მიიჩნევდა) ერთად. დარუსო ადარებდა აგუსტინს წმინდა ტერეზას და აღნიშნა, რომ აგუსტინი იყო ერთადერთი ქალი მწერალი ამ წმინდანის შემდეგ, რომელმაც თავი ქალად გამოხატა.

დელმირა მწერლობის ასპარეზზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც ლიტერატურულ სამყაროში მამაკაცები დომინირებდნენ. აგუსტინის მწერლობის სტილი აღიქმება, როგორც მოდერნიზმის პირველი ფაზა, თუმცა დაყრდნობილი ფანტაზიურ და ეგზოტიკურ თემებზე.

აგუსტინის შემოქმედების ძირითადი ინსპირაციის და შთაგონების წყარო გახდა ეროსი — სიყვარული ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ეროსი ფიგურირებს აგუსტინის ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებში. დელმირამ მას თავისი მესამე წიგნიც კი მიუძღვნა, სახელწოდებით — „Los Cálices Vacíos“ (ცარიელი თასები) 1913 წელს, რომელიც მისი ახალ ლიტერატურულ მოძრაობაში — „La Vanguardia“ (ავანგარდი) გადასვლის დასაწყისად იქცა.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვრამეტი წლის ასაკში მან გაზეთში „La Alborada“ დაწერა რამდენიმე სვეტი სახელწოდებით: „ეთერული ლეგიონი“. გაზეთში მან გამოაქვეყნა ფსევდონიმით — „ჯოუჯოუ“. ამ ნაწარმოებში მან განიხილა მონტევიდეოს ბურჟუაზიის წარმომადგენელი, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში წარმატებული ქალების პორტრეტები. მათ შორის იყო მარია ფერეირაც. ამის შემდეგ იგი მალე გახდა პოპულარული სახე კულტურულ ცხოვრებაში, დედამისთნ ერთად. პირველი წიგნი გამოაქვეყნა 1907, ხოლო მეორე 1910 წელს.

1912 წელს, როცა რუბენ დარიო, მოდერნიზმის დამაარსებელი, ჩავიდა მონტევიდეოში და დელმირა აგუსტინის შემოქმედების ნახვის შემდეგ თქვა:

ვიკიციტატა
„მწერალ ქალებს შორის დღეს სწორედ დელმირა აგუსტინიმ გამაოცა. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი მწერალი ესპანურ ენაში ამგვარი სიამაყით გამოხატავს თავის აზრს. ...თუ ეს გოგონა ასე გააგრძელებს ნამდვილად დიდ დაფასებას მოიპოვებს ესპანურად მოსაუბრე საზოგადოებაში.“

პირადი ცხოვრება და სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი 1913 წლის 14 აგვისტოს დაქორწინდა ენრიკე ჯობს რეიესზე, თუმცა, ისინი მალევე, 1914 წლის 5 ივნისს განქორწინდნენ. ერთი თვის შემდეგ რეიესმა ორჯერ სასტიკად ესროლა აგუსტინს თავში და სახლში დაბრუნების შემდეგ თვითონაც თავი მოიკლა.

დელმირა აგუსტინი გარდაიცვალა 27 წლის ასაკში, მონტევიდეოში მდებარე საკუთარ სახლში. [5] დაკრძალულია მონტევიდეოს ცენტრალურ სასაფლაოზე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1907: El libro blanco [6]
  • 1910: Cantos de la mañana [6]
  • 1913: Los cálices vacíos, პორტიკო დე რუბენ დარიო [6]
  • 1924: Obras completas ("დასრულებული სამუშაოები"): ტომი 1, El rosario de Eros; ტომი 2: Los astros del abismo — გამოქვეყნდა გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა 1914 წელს), მონტევიდეო, ურუგვაი: Mimoximo García [6]
  • 1944: Poesías — ლუიზა ლუისის პროლოგი [6]
  • 1971: Poesías completas მანუელ ალვარის პროლოგი ბარსელონას ფორუმზე.

მისი ნაწარმოებები სხვა ენებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერი მარტინესმა თარგმნა აგუსტინის მრავალი ლექსი ინგლისურ ენაზე. [7] აგუსტინის ზოგიერთი ლექსი თარგმნა ნეპალურად სუმან ფოხრელმა და შეიყვანა ანთოლოგიაში, სახელწოდებით — „Manpareka Kehi Kavita“. [8] [9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Delmira Agustini | Uruguayan writer en. ციტირების თარიღი: 2019-04-30
  3. Reconesse Database - Delmira Agustini. ციტირების თარიღი: 2019-04-30
  4. Delmira Agustini Poems > My poetic side. ციტირების თარიღი: 2019-04-30
  5. Delmira Agustini - Delmira Agustini Biography - Poem Hunter. ციტირების თარიღი: 2019-04-30
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Web page titled "Delmira Agustini" Archived September 2, 2011, საიტზე Wayback Machine. at the Universitat Jaume's "Modernismo en España e Hispanoamérica" website, retrieved September 1, 2011
  7. Drunken Boat | Delmira Agustini.
  8. Akhmatova, Anna; Świrszczyńska, Anna; Ginsberg, Allen; Agustini, Delmira; Farrokhzad, Forough; Mistral, Gabriela; Jacques, Jacques (2018) Manpareka Kehi Kavita, First (Nepali), Kathmandu: Shikha Books, გვ. 174. 
  9. Tripathi, Geeta (2018), Kalashree, сс. 358–359