დელილი (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| დელილი | |
| ლათ. Delisle | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 0.85 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 24.83 კმ[2] |
| მოცულობა | 397.17 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 1.90 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | ჟოზეფ დელილი |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 29.98° ჩ. გ. 34.68° დ. გ. / 29.98° ჩ. გ. 34.68° დ. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| დელილი | |
კრატერი დელილი (ლათ. Delisle) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ფრანგი ასტრონომისა და კარტოგრაფის, ჟოზეფ დელილის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ერატოსთენული პერიოდით ივარაუდება.[1]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერს სახელი ეწოდა მისი ეპონიმის ჟოზეფ დელილის მიხედვით. ინგლისურად კრატერის სახელწოდება (ინგლ. Delisle)[2] შეესატყვისება ეპონიმს, ისევე როგორც რუსულიც (რუს. Делиль)[3]. ქართულადაც ეპონიმის შესატყვისი უნდა იყოს კრატერის სახელწოდება.
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის უახლოესი მეზობლებია ონგსტრომის კრატერი დასავლეთით; გრუიტჰაიზენის კრატერი ჩრდილო-დასავლეთით; ჰაისის კრატერი ჩრდილო-აღმოსავლეთით; კავანტუს კრატერი აღმოსავლეთით; დიოფანტუსის კრატერი სამხრეთ-დასავლეთით; ფედოროვისა და არტსიმოვიჩის კრატერები სამხრეთ-დასავლეთით. კრატერის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს დელილის პიკი; დასავლეთით ბახერის ქედი; ჩრდილო-აღმოსავლეთით ბორისის ესკარპმენტი, რომელიც გარშემორტყმულია პაწაწინა კრატერებით: გასტონი, ლინდა და ბორისი; აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთით არის დელილის ნაპრალი; ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით დიოფანტუსის ნაპრალი. დელილის კრატერის სამხრეთ-დასავლეთით ასევე მდებარეობს ჰარბინგერის მთები.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 29°59′N 34°41′W / 29.98° ჩ. გ. 34.68° დ. გ., დიამეტრი — 113.87 კმ,[2] სიღრმე — 2.89 კმ.[1]
დელილის პიკი და დელილის კრატერის ქედი. აპოლო 15-ის სურათი. კრატერი პრაქტიკულად დაუზიანებელია და მრავალკუთხა ფორმისაა. რგოლს ბასრი კიდე აქვს, შიდა ფერდობზე ტერასული სტრუქტურის კვალია, ხოლო შიდა ფერდობის ძირში კლდის ჩამონგრევა ჩანს. რგოლის ჩრდილოეთ ნაწილში რღვევა ხდება. რგოლის გარეთა ფერდობი გარშემორტყმულია კრატერის ფორმირების დროს გამოტყორცნილი აშკარად ხილული ქანებით. რგოლი მიმდებარე რელიეფიდან 850 მ-ით მაღლა დგას, ხოლო კრატერის მოცულობა 397.17 კმ³-ია.[1] აუზის ფსკერი უხეშია, მასიური, მაგრამ ცუდად გამოკვეთილი ცენტრალური ბორცვით, რომლის სიმაღლე 640 მ-ია. კრატერის სამხრეთით არის ტერიტორია, რომელსაც მიმდებარე რელიეფთან შედარებით უფრო მაღალი ალბედო აქვს.
დელილის კრატერში მთვარის დაბნელების დროს თერმული ანომალიები დაფიქსირდა. ეს ფენომენი აიხსნება კრატერის ახალგაზრდა ასაკით და თბოიზოლაციის უზრუნველსაყოფად საკმარისი რეგოლითის ფენის არარსებობით. ფენომენი ტიპიურია ახალგაზრდა კრატერების უმეტესობისთვის.
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ჰეველიუსი | კოორდინატები | დიამეტრი, კმ |
|---|---|---|
| K | 29°00′N 38°28′W / 29° ჩ. გ. 38.46° დ. გ. | 2.9 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- 1 2 3 4 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Delisle
- ↑ С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
- ↑ Кратер Делиль на карте LAC-39. ციტირების თარიღი: 2020-07-05
