დელავერის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დელავერი (ყურე))
დელავერის ყურე

დელავერი (ინგლ. Delaware Bay) — ესტუარული ტიპის ყურე ატლანტის ოკეანეში, აშშ-ის ნაპირებთან. სიგრძე 80 კილომეტრი, სიგანე შესასვლელთან 18,5 კილომეტრი, შუა ნაწილში 40 კილომეტრი. იყინება მხოლოდ ზამთარში. მოქცევა ნახევარდღეღამური, სიმაღლე 1,5 მეტრი, ყურის ფსკერზე მდინარე დელავერის შესართავისაკენ გაყვანილია ზღვის არხი. დელავერის ყურის სანავსადგურო ქალაქებია: ფილადელფია, ჩესტერი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]