შინაარსზე გადასვლა

რენე დეკარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დეკარტი, რენე)
რენე დეკარტი

რენე დეკარტი (ფრანგ. René Descartes; დ. 31 მარტი, 1596, ლაე (ტურენი) ― გ. 11 თებერვალი, 1650, სტოკჰოლმი), აგრეთვე ცნობილი როგორც კარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები, შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება, დაამუშავა კოორდინატთა მეთოდი და აგრეთვე, დაამყარა კავშირი ალგებრასა და გეომეტრიას შორის.

რენე დეკარტი შვედეთის დედოფალ კრისტინასთან

რენე დეკარტი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ლაეში 1596 წელს. მისი ლათინიზირებული სახელია რენატუს კარტეზიუსი. მომავალ მათემატიკოსს, ფიზიკოსსა და ფიზიოლოგს ლოგიკური მსჯელობისადმი სიყვარულის გამო ჯერ კიდევ ბავშვობიდან შეარქვეს პატარა ფილოსოფოსი. 1604-1612 წლებში სწავლობდა ლა ფლეშის სკოლაში. იგი სწრაფად და იოლად ასრულებდა საშინაო დავალებებს ყველა საგანში, განსაკუთრებით კი მათემატიკა უყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

ახალგაზრდა დეკარტი წარმატებით ეუფლებოდა მეცნიერების საფუძვლებს. მისი ინტერესები მხოლოდ მათემატიკით არ შემოიფარგლებოდა. აინტერესებდა მექანიკა, ოპტიკა, ბიოლოგია, ფილოსოფია. ამ დროს დეკარტი უკვე პარიზში ცხოვრობდა. ზოგჯერ საქმე პარიზის ქუჩებში დუელამდეც მიდიოდა.

1618 წელს რენე დეკარტი მოხალისე მუშკეტერად ჩაეწერა ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში, მაგრამ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. სანამ მოხალისე მუშკეტერების არმია ქალაქ ბრედში იდგა, უსაქმურობისაგან გაბრაზებული ახალგაზრდა მეცნიერები იმით ერთობოდნენ, რომ თავსატეხ ამოცანებს იგონებდნენ, ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ და ყველას იწვევდნენ მათ ამოსახსნელად. ასეთ შეჯიბრებებში რენე დეკარტიც მონაწილეობდა და ამ გზით მალე გაეცნო ადგილობრივ მეცნიერებს. 1619 წლის 10 ნოემბერს, შთაგონების წუთებში მეცნიერს მოეჩვენა, რომ აღმოაჩინა უნივერსალური მეთოდი_ კოორდინატთა მეთოდი. ამ აღმოჩენამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. 1621 წელს დეკარტმა არმიაში სამსახური მიატოვა და მთელი სიცოცხლე მხოლოდ მათემატიკის პრობლემებზე მუშაობას მიუძღვნა.

სახელგანთქმული ფრანგი სწავლული შვედეთის დედოფალმა მიიწვია, რომელსაც სურდა მისი ხელმძღვანელობით მეცნიერებას დაუფლებოდა. იგი შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის შექმნასაც აპირებდა და ამ საქმეში დეკარტის დახმარების იმედი ჰქონდა. დეკარტი 1629-49 წლებში ცხოვრობდა სტოკჰოლმში, სადაც 1649 წელს დასტამბული გეომეტრია გამოსცა.

რენე დეკარტი გარდაიცვალა 1650 წლის 11 თებერვალს სტოკჰოლმში. ითვლება რომ გარდაცვალების მიზეზი იყო პნევმონია. გერმანელი ფილოსოფოსი თეოდორ ებერტი[1] მიიჩნევს რომ ის მოწამლა რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლობამ სტოკჰოლმში, რადგან მის რადიკალურ შეხედულებებს თეოლოგიაზე შეეძლო ხელი შეეშლა ლუთერანი შვედეთის მონარქის კათოლიციზმისკენ შემობრუნების საქმეში.[2]

დეკარტის ხელნაწერი წერილი, 1638 წლის დეკემბერი
  • 1618. Musicae Compendium
  • 1626–1628. Regulae ad directionem ingenii დაუსრულებელი
  • 1630–1631. La recherche de la vérité par la lumière naturelle
  • 1630–1633. Le Monde და L'Homme
  • 1637. Discours de la méthode
  • 1637. La Géométrie (გემოეტრია). დეკარტის ძირითადი ნაშრომი მათემატიკაში
  • 1641. Meditationes de prima philosophia
  • 1644. Principia philosophiae (ფილოსოფიის პრინციპები),
  • 1647. Notae in programma
  • 1648. La description du corps humaine (ადამიანის სხეულის აღწერა)
  • 1648. Responsiones Renati Des Cartes...
  • 1649. Les passions de l'âme ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს
  • 1657. Correspondance
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. Prof. Dr. Theodor Ebert, Friedrich-Alexander-Universität, Erlangen-Nürnberg.
  2. Lizzy Davies, Descartes was 'poisoned by Catholic priest' , The Observer, Sunday, 14 February 2010.