ვასილ დეკანოზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დეკანოზიშვილი, ვასილ)

ვასილ (ვასო) დეკანოზიშვილი (დ. უცნობია — გ. 1878) — ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი, გორის ხალხოსნური წრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

პროპაგანდას ეწეოდა გორის მაზრის სოფლებში. 1876 წლის 6 ოქტომბერს, ქართველ ხალხოსანთა მასობრივი დაპატიმრების დროს, ახალციხეს შეაფარა თავი. 1877 წელს თბილისში დაბრუნდა და განაგრძო არალეგალური საქმიანობა. 1878 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც პატიმრებში ავრცელებდა თავისსავე დაწერილ რევოლუციური შინაარსის ლექსებსა და პროკლამაციებს. ტუბერკულოზით დაავადებული დეკანოზიშვილი ციხიდან გამოუშვეს. მისი დაკრძალვა გორში საპროტესტო მანიფესტაციად გადაიქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე გ., თვითმპყრობელობა და რევოლუცია. საბუთები რევოლუციური მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში (1870–1902), წგ. 1, ტფ., 1929;
  • დავითაშვილი შ., ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში ტფ., 1933;
  • შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960;