დეილ კარნეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეილ კარნეგი
ინგლ. Dale Arley Carnegie
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1888(1888-11-24)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი მერივილი, მისურის შტატი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 1 ნოემბერი, 1955 (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
დასაფლავებულია Belton Cemetery[2]
საქმიანობა მწერალი, ლექტორი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი American Academy of Dramatic Arts და Maryville High School
Magnum opus როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ ხალხზე გავლენა, როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება და Q124349645?
მეუღლე Lolita Baucaire და Dorothy Carnegie
ხელმოწერა
საიტი dalecarnegie.com

დეილ ბრეკენრიჯ კარნეგი (ინგლ. Dale Breckenridge Carnegie; დ. 24 ნოემბერი, 1888. — გ. 1 ნოემბერი, 1955) — ამერიკელი მწერალი, ლექტორი, პედაგოგი, ორატორ-მოტივატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1888 წლის 24 ნოემბერს, მისურის შტატის ერთ-ერთ ფერმაში. იყო ღარიბი ფერმერის, უილიამ კარნეგისა (1852-1941) და მისი ცოლის, ამანდა ელისაბედ ჰარბისონის (1858-1939) მეორე შვილი..[6][7]

მოსწავლეობის პერიოდში დეილს არ ჰყავდა მეგობრები, მას სცხვენოდა თავისი ოჯახის სიღარიბის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას არც ჰქონდა იმდენი თავისუფალი დრო, რომ მეგობრები გაეჩინა, სწავლის პარალელურად ის მშობლებს ეხმარებოდა ფერმაში. უმეგობროდ დარჩენილი დეილი სადისკუსიო კლუბში ჩაეწერა და სწორედ იქ გაირკვა რომ ბიჭი გამორჩეული ორატორი იყო.

კარნეგმა სწავლა ვარენსბურგის (მისური) პედაგოგიურ კოლეჯში განაგრძო. პარალელურად ითვისებდა საორატორო ხელოვნებასაც. დეილს კოლეჯი არ დაუმთავრებია.

კოლეჯის მიტოვების შემდეგ (1908 წ)კარნეგი ნებრასკისა და ვაიომინგის ფერმერებს კომუნიკაციის ხელოვნებას ასწავლიდა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ სოფლის მასწავლებლობა არ იყო ის მწვერვალი, რომლის მიღწევაც სურდა და „Armour & company“-ში დასაქმდა, ყიდიდა ბეკონს, საპონსა და სალას.

ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, 1911 წელს კარნეგმი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ცხოვრობდა სახლში, რომელიც Young Men's Cristian Association-ს ეკუთვნოდა, სწორედ ამ სახლის მაცხოვრებელთათვის დაიწყო ლექციების წაკითხვა. მისი აუდიტორია ყოველთვის სავსე იყო.

1926 წელს კარნეგმა გამოსცა პირველი წიგნი „როგორ გავხდეთ ორატორული ხელოვნების ვირტუოზი“, შემდეგი წიგნი იყო „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანზე“, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა კარნეგს. 1948 წელს გამოსცა წიგნი „როგორ დავამარცხოთ შიში და სტრესი“, 1956 წელს კი „როგორ განვავითაროთ საკუთარ თავში თავდაჯერებულობა მოქმედება ადამიანებზე საჯარო გამოსვლებისას“.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას. მისი პირველი ცოლი ლოლიტა ბოკერი იყო, მასთან კარნეგმა 10 წელი იცხოვრა. მეორე ცოლი კი იყო დოროთი პრაის ვანდერპული, რომელიც კარნეგის ლექციებზე დადიოდა და მის წიგნებსაც კითხულობდა. დოროთი იყო Dale Carrnegie & Associates Inc-ის ხელლმძღვანელი, მან დაწერა წიგნი „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ მათზე ზეგავლენა — მოზარდი გოგონებისთვის“.

კარნეგის უნივერსიტეტში სასწავლებლად თავის თანამშრომლებს უშვებდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცააა American Express და Ford, Coca-Cola და WalMart.

სიცოცხლის ბოლო წლებში დეილ კარნეგი სრულიად მარტო დარჩა. 1955 წლის 1 ნოემბერს ის 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „როგორ გავხდეთ ორატორული ხელოვნების ვირტუოზი“
  • „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანზე“
  • „როგორ დავამარცხოთ შიში და სტრესი“
  • „როგორ განვავითაროთ საკუთარ თავში თავდაჯერებულობა მოქმედება ადამიანებზე საჯარო გამოსვლებისას“
  • „როგორ გავხდეთ ეფექტიანი ლიდერი“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  3. Discogs — 2000.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. GeneaStar
  6. The Maryville Daily Forum. Myheritage.com (25 March 1940). ციტირების თარიღი: 2018-11-12.
  7. Dale Carnegie | American author and lecturer en. ციტირების თარიღი: 2019-08-19