დეივიდ ვუდარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დეივიდ ვუდარდი
David Woodard (Seattle, 2013).jpg
დაბ. თარიღი 6 აპრილი 1964(1964-04-06) (55 წლის)
დაბ. ადგილი სანტა-ბარბარა[1]
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი და მწერალი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ახალი სკოლა, კალიფორნიის უნივერსიტეტი (სანტა-ბარბარა) და Eugene Lang College The New School for Liberal Arts
მეუღლე სონია ვექტომოვი

დეივიდ ვუდარდი (ინგლ. David Woodard; დ. 6 აპრილი, 1964, სანტა-ბარბარა, კალიფორნია) — ამერიკელი მწერალი და დირიჟორი. 1990-იან წლებში მან შემოიტანა ტერმინი პრექვიემი, პრეემპტივისა და რეკვიემის ნაზავი, რაც წარმოადგენს მისი ბუდისტური პრაქტიკის გამოვლინებას, რომელიც ისეთი მუსიკის შექმნაა, რომელიც იკვრებოდა მისი სუბიექტის გარდაცვალების მომენტში ან ოდნავ ადრე.[2][3]

ლოს-ანჯელესის მემორიალურმა სამსახურმა, სადაც ვუდარდი მუშაობდა როგორც დირიჟორი და მუსიკალური დირექტორი, 2001 წელს უმასპინძლა სამოქალაქო ცერემონიას.[4][5]:125 რომელიც გაიმართა ამჟამად დახურულ ენჯელს ფლაითის ფუნიკულიორზე, და ეძღვნებოდა ლეონ პრაპორტისა და მისი მეუღლის, ლოლას ტრაგედიას. ასევე, მან უდირიჟორა რეკვიემებს ველური ბუნების მხარდასაჭერად, მათ შორის კალიფორნიის ყავისფერი პელიკანის ბინადრობის ადგილას, სანაპიროზე.[6]

ვუდარდი ცნობილია თავისი „ოცნებების მანქანით“, იგი წარმოადგენს სპეციალურად დამზადებულ, ფსიქოტიურ ნათურას, რომელიც გამოფენილია სხვადასხვა ხელოვნების მუზეუმში, მთელ მსოფლიოს მასშტაბით. გერმანიასა და ნეპალში ის ცნობილია თავისი წვლილით ლიტერატურული ჟურნალ „Der Freund“-ში მუშაობით, ცნობილია ისეთი შინაარსის ნაწარმოებებით როგორც არის კარმა, მცენარეთა ცნობიერება და პარაგვაის დასახლება ნუევა გერმანია (Nueva Germania).[7]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვუდარდმა განათლება მიიღო ქალაქ სანტა-ბარბარაში, სოციალური კვლევების კალიფორნიის უნივერსიტეტში.[8]

ნუევა გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს ვუდარდი აირჩიეს ჯუნიპერ ჰილსის საქალაქო საბჭოს წევრად (ლოს-ანჯელესის ოლქი, კალიფორნია). ამ თანამდებობაზე ყოფნისას, მან ლობირება გაუწია ურთიერთობის გამყარებას და დაძმობილებას ქალაქ ნუევა-გერმანიასთან (პარაგვაი). საკუთარი გეგმის განხორციელების მიზნით, ვუდარდმა იმოგზაურა ყოფილი ვეგეტარიანული / ფემინისტური უტოპიის სავანეში და შეხვდა მის მუნიციპალურ ხელმძღვანელობას. თავდაპირველი ვიზიტის შემდეგ, მან გადაწყვიტა არ გაეღრმავებინა ურთიერთობა, ამის ნაცვლად მან იქ არსებულ საზოგადოებაში აღმოაჩინა განსაკუთრებული შესწავლის ობიექტი, რაც მოგვიანებით თავის ნაწარმოებებშიც ასახა. მის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა პროტო-ტრანსჰუმანისტური იდეები, რაც ეკუთვნოდათ რიჩარდ ვაგნერსა და ელისაბედ ფორსტერ-ნიცშეს, რომელიც მის ქმართან ბერნარ ფორსტერთან ერთად ცხოვრობდა კოლონიაში 1886-1889 წლებში.[8]

2004 წლიდან 2006 წლამდე ვუდარდი ხელმძღვანელობდა მრავალ ექსპედიციას ნუევა გერმანიაში, რადგანაც სარგებლობდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის მხარდაჭერით.[9] 2011 წელს ვუდარდმა ნება დართო შვეიცარიელ რომანისტს კრისტიან კრახტს გამოექვეყნებინა მათი პირადი კორესპონდენცია, რომელთა უმრავლესობა ეხებოდა ნუევა გერმანიას,[10]:113–138 ის გამოიცა ორ ტომად ჰანოვერის უნივერსიტეტში.[11]:180–189 გამოქვეყნებული მიმოწერის მიხედვით, როგორც Frankfurter Allgemeine Zeitung-ი მოგვითხრობს: „[ვუდარდი და კრახტი] გასცდნენ სიცოცხლისა და ხელოვნების საზღვრებს“.[12] შპიგელი-ი ამტკიცებს, რომ პირველი ტომი, Five Years (ხუთი წელი),[13] არის „სპირიტუალური მოსამზადებელი სამუშაოები“ კრახტის შემდგომი ნოველის „Imperium“-თვის.[14]

ენდრიუ მაკკენის სიტყვებით, „კრახტი გაჰყვა ვუდარდს იმ ადგილისაკენ, სადაც თავდაპირველი მოსახლეების შთამომავლები ცხოვრობენ, რადიკალურად შეცვლილ პირობებში. როგორც კორესპონდენცია გვიჩვენებს, კრახტი ვუდარდს აკისრებდა საზოგადოების კულტურული პროფილის წინსვლის მოვალეობას, ამისათვის მას უნდა აეშენებინა ბეირუთისეული მსგავსი მინიატურული საოპერო სახლი, იქ სადაც ოდესღაც ელისაბედ ფორსტერ-ნიცშეს საოჯახო რეზიდენციის ადგილი იყო.“[15][შ 1] ბოლო წლებში ნუევა გერმანიამ უფრო მეტად გაიმყარა თავისი უნიკალური დანიშნულება, როგორც ტურისტული ადგილი და ისტორიული მუზეუმი.

ოცნებების მანქანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლიდან 2007 წლამდე, ვუდარდი აგებდა ოცნებების მანქანის ასლებს,[16] რომელიც წარმოადგენდა ბრიონ გისინისა და იან სომერვილის მიერ შექმნილ სპილენძისა ან ქაღალდისაგან დამზადებულ ცილინდრს, რომელშიც განთავსებულია ელექტრო ნათურა. ხანგრძლივი დაკვირვებისა და ზემოქმედების შედეგად, მანქანამ შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების მსგავსი მხედველობითი ჰალუცინაციები და შეგრძნებები.[შ 2] ვუდარდმა აჩუქა ერთი ოცნებების მანქანა უილიამ სიუარდ ბეროუზი, 1996 წლის LACMA ვიზუალური წარმოდგენისათვის, სახელწოდებით Ports of Entry,[17] ვუდარდი დაუმეგობრდა ავტორს და უბოძა მას ოცნებების მანქანის ე.წ. „ბოჰემური მოდელი“ (ქაღალდის) მისი 83 წლის, საბოლოო დაბადების დღეზე.[18][19]:23 ეს მოწყობილობა 2002 წელს სოტბის აუქციონზე შეიძინა კერძო კოლექციონერმა და ამჟამად სპენსერის ხელოვნების მუზეუმში ინახება.[20]

სქოლიო და შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შვეიცარიელი კლასიკური ფილოლოგი თომას შმიდტი ადარებს ვუდარდის ეპისტოლარულ ხმას თომას პინჩონის რომანის პერსონაჟს.
  2. 1990 წელს ვუდარდმა გამოიგონა ფსიქოტიური მანქანა, Feraliminal Lycanthropizer (ფერალიმინალ ლიკანთროფაიზერი), რომლის მიერ გამოწვეული ეფექტები სრულიად საპირისპიროა ოცნებების მანქანა მიერ გამოწვეული ეფექტისა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #1014196620 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 1. კარპენტერი, ს., „In Concert at a Killer's Death“, ლოს ანჯელეს ტაიმსი, 9 მაისი, 2001.
  3. რეპპინგი, ა., ვუდარდი-ის პორტრეტი (სიეტლი: გეტი იმეჯის, 2001).
  4. რეიხი, კ., „Family to Sue City, Firms Over Angels Flight Death“, ლოს ანჯელეს ტაიმსი, 16 მარტი, 2001.
  5. დოუსონი, ჯ., Los Angeles' Angels Flight (Mount Pleasant: Arcadia Publishing, 2008), გვ. 125.
  6. მანცერი, ტ., „Pelican's Goodbye is a Sad Song“, პრეს-ტელეგრამი, 2 ოქტომბერი, 1998.
  7. კაროცი, ი., „La storia di Nueva Germania“, ილ პოსტი, 13 ოქტომბერი, 2011.
  8. 8.0 8.1 რინიკერი, კ., „Autorschaftsinszenierung und Diskursstörungen in Five Years“, ჯ. ბოლტონი, ეტ ალ., ედ., ჯერმან მონიტორი 79 (ლეიდენი: ბრილი, 2016).
  9. ეფშტეინი, ჯ., „Rebuilding a Home in the Jungle“, სან ფრანცისკო ქრონიკლი, 13 მარტი, 2005.
  10. შროტერი, ჯ., „Interpretive Problems with Author, Self-Fashioning and Narrator“, ბირკე, კოპე, ედ., ავტორი და მთხრობელი (ბერლინი: ვალტერ დე გრუიტერის გამომცემლობა, 2015), გვ. 113–138.
  11. ვუდარდი, დ., „In Media Res“, 032ც, სამ 2011, გვ. 180–189.
  12. ლინკი, მ., „Wie der Gin zum Tonic“, Frankfurter Allgemeine Zeitung, 9 ნოემბერი, 2011.
  13. კრახტი, კ., და ვუდარდი, Five Years (ჰანოვერი: ვერან ვერაგი, 2011).
  14. დიეცი, გ., „Die Methode Kracht“, შპიგელი, 13 თებერვალი, 2012.
  15. მაკკენი, ა. ლ., „Allegory and the German (Half) Century“, სიდნეი რევიუ ოფ ბუქს, 28 აგვისტო, 2015.
  16. ალენი, მ., „Décor by Timothy Leary“, ნიუ-იორკ ტაიმზი, 20 იანვარი, 2005.
  17. ნაითი, კ., „The Art of Randomness“, ლოს ანჯელეს ტაიმსი, 1 აგვისტო, 1996.
  18. აშშ საელჩო პრაღაში, „Literary Centenary“, ოქტომბერი 2014.
  19. ვუდარდი, „Burroughs und der Steinbock“, შვაიეცრ მონატ, მარტი 2014, გვ. 23.
  20. სპენსერის ხელოვნების მუზეუმი, „Welcome to the Spencer Collection“, კანზასის უბივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.