დეივიდ არორა
| დეივიდ არორა | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 23 ოქტომბერი, 1952[1] (73 წლის) |
| დაბ. ადგილი | ინდოეთი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მიკოლოგი, ბოტანიკოსი და ბუნებისმეტყველი |
დეივიდ არორა (ინგლ. David Arora; დ. 23 ოქტომბერი, 1952)[2] — ამერიკელი მიკოლოგი, ბუნებისმეტყველი და მწერალი. ორი პოპულარული წიგნის „Mushrooms Demystified“ და „All That the Rain Promises and More...“ ავტორი. არორა აგრეთვე არის რამდენიმე სტატიისა და ნაშრომის ავტორი ან თანაავტორი სოკოების ტაქსონომიის შესახებ.
არორას სოკოებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშობაში გაუჩნდა. საშუალო სკოლაში სწავლისას მან სოკოების შემგროვებელთა პირველი ჯგუფი დააარსა. მოგვიანებით, 1984 წელს მან დააფუძნა სანტა-კრუზის სოკოების ფედერაცია.[2][3] ველური სოკოების შესწავლა 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. არორა ბევრს მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში, აგროვებდა და უღებდა ფოტოებს სოკოებს, სწავლობდა სოკოების შეგროვების ტრადიციებს სხვადასხვა კულტურაში.[2][4]
წიგნი „Mushrooms Demystified“ პირველად 1979 წელს გამოვიდა, ხოლო მისი შესწორებული და მნიშვნელოვნად გაფართოებული ვერსია 1986 წელს დაიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად წიგნმა აკადემიურ მიკოლოგთა ნაწილში უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია,[2][5] სოკოების იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი აღწერები დღემდე მაღალ შეფასებას იმსახურებენ, ამიტომაც მრავალი მიკოლოგი მას რეკომენდაციას უწევს.[2][6] 1991 წელს გამოქვეყნდა მისი შედარებით მცირე ზომის წიგნი, „All That the Rain Promises and More...“.[7]
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა D.Arora. სოკოს სახეობა Agaricus arorae დეივიდ არორას სახელს ატარებს.[8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დეივიდ არორა“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი — დაარქივებულია Wayback Machine-ზე
- Leonie Sherman: „The Mushroom Hunters“ — „San Francisco Chronicle“
- „Taxonomic Corrections and Issues in Arora, D. 1986. Mushrooms Demystified, 2nd. Ed.“ — „Collective Source“
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Barnard J. 1993. "Self-taught mushroom maven travels world for fungi". Associated Press December 31, 1993. Accessed 2008-01-20, via LexisNexis Academic.
- ↑ George A. 2009. "At home with mushroom collector David Arora". San Francisco Chronicle January 24, 2009. Accessed 2009-01-26.
- ↑ Arora D. 1986. Mushrooms Demystified (2nd edition). Berkeley: Ten Speed Press. ISBN 0-89815-169-4. back cover.
- ↑ Thiers HD. 1980. Book Reviews: Mushrooms Demystified by David Arora. Mycologia 72(5): 1054-1055. doi:10.2307/3759750
- ↑ cf, Schaechter E. 1998. In the Company of Mushrooms. ISBN 0-674-44555-4; Hudler GW. 2000. Magical Mushrooms, Mischievous Molds. ISBN 0-691-07016-4; Stamets P. 2005. Mycelium Running. ISBN 1-58008-579-2; Kuo M. 2007. 100 Edible Mushrooms. ISBN 0-472-03126-0.
- ↑ Arora D. 1991. All That the Rain Promises, and More...: A Hip Pocket Guide to Western Mushrooms. Berkeley: Ten Speed Press, 1991. ISBN 0-89815-388-3.
- ↑ D.Arora.. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2025.