შინაარსზე გადასვლა

დეზი ბაუტერსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეზი ბაუტერსე
დეზი ბაუტერსე
სურინამის მე-9 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 აგვისტო 2010  16 ივლისი, 2020
წინამორბედირონალდ ვენეტიანი
მემკვიდრეჩან სანტოხი

დაბადებული13 ოქტომბერი 1945
დომბურგი, სურინამი
გარდაცვლილი23 დეკემბერი, 2024 (79 წლის)
პოლიტიკური პარტიასნდპ
მეუღლეინგრიდ ფიგუეირა
შვილებიპეგი და დინო
რელიგიაკათოლიციზმი

დეზი ბაუტერსე (ნიდერლ. Desiré Delano Bouterse, დ. 13 ოქტომბერი, 1945, დომბურგი, სურინამი — გ. 23 დეკემბერი, 2024) – სურინამელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში დიქტატორული მოღვაწეობით. იმყოფებოდა საერთაშორისო ძებნაში. 2010 წელს სურინამის პარლამენტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად და თანამდებობა ეკავა 2020 წლამდე.

დაამთავრა პარამარიბოს სავაჭრო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში. 1968 წელს გაემგზავრა ნიდერლანდებში, სადაც მუშაობდა დორდრეხტის ფაბრიკაში და სწავლობდა სამხედრო აკადემიაში.

სამშობლოში დაბრუნდა სურინამის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2 კვირის შემდეგ და დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. რამდენიმე ოფიცერთან ერთად 1980 წლის 25 თებერვალს მოახდინა სამხედრო გადატრიალება. ხელისუფლება ხელში აიღო „ეროვნულმა სამხედრო საბჭომ“ დაიწყო მკაცრი პოლიტიკის გატარება და ბრძოლა დისიდენტების წინააღმდეგ.

ბაუტერსე გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 2024 წლის 23 დეკემბერს, 79 წლის ასაკში, მაშინ როდესაც იმალებოდა სურინამის დაუდგენელ ადგილას, რათა თავიდან აეცილებინა პატიმრობა დეკემბრის მკვლელობებში მსჯავრდებისათვის. მისი ცხედარი 25 დეკემბერს გადაასვენეს მის საცხოვრებელ სახლში პარამარიბოში.[1][2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „‘Bouterse maandagavond overleden’“. de Ware Tijd (ნიდერლანდური). 27 დეკემბერი, 2024. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „Starnieuws - Ambassades tekenen condoleanceregister in Ocer“. www.starnieuws.com (ნიდერლანდური). 27 დეკემბერი, 2024. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
წინამორბედი:
რონალდ ვენეტიანი
სურინამის პრეზიდენტი

2010-2020
შემდეგი: