შინაარსზე გადასვლა

დეზიდერ ზადორი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეზიდერ ზადორი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1912(1912-11-20)
დაბ. ადგილი უჟჰოროდი
გარდ. თარიღი 16 სექტემბერი, 1985(1985-09-16) (72 წლის)
გარდ. ადგილი ლვივი

დეზიდერ ევგენიევიჩ ზადორი (უნგრ: Zádor Dezső; დ. 20 ნოემბერი, 1912 ― გ. 16 სექტემბერი, 1985) ― საბჭოთა პიანისტი, ორღანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972). მოღვაწეობდა უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და საბჭოთა კავშირში.

დეზიდერ ზადორი 1912 წლის 20 ნოემბერს უჟგოროდში დაიბადა. მუსიკის პირველი მასწავლებლები მშობლები იყვნენ. დედა მასწავლებელი, ქოროს მომღერალი და მევიოლინე, ხოლო მამა ორღანისტი და ეკლესიის ქოროს სოლისტი იყო. ზადორის პირველი ხელმძღვანელი ფორტეპიანოს კერძო მასწავლებელი ზიგმუნდ ლენდელი იყო.

1932-1934 წლებში სწავლობდა პრაღის კონსერვატორიაში, ორღანის, სადირიჟორო და საფორტეპიანო ფაკულტეტებზე. კარლოვის უნივერსიტეტში ისმენდა ვიტეზსლავ ნოვაკისა და იაროსლავ კრჟიჩკას კომპოზიციის ლექციებს.

  • Рак Я. П. Творчий портрет Дезидерія Задора. — Ужгород: Закарпаття. — 1997. — 56 с.
  • Мадяр-Новак В. В. Фольклористична діяльність Дезидерія Задора // Київське музикознавство. — Київ, 2004 — Вип.14. — С.128—135.
  • Короленко О. Інструментальні концерти Дезидерія Задора // Професійна музична культури Закарпаття: етапи становлення. — Ужгород, 2005. — Вип. 1. — С.249—263.
  • Світлик М. Ладогармонічне та фактурне варіювання в обробках Д.Задора українських народних пісень Закарпаття // Професійна музична культури Закарпаття: етапи становлення. — Ужгород, 2010. — Вип. 2. — С.268—279.
  • Савіна Л. І. Виконавська діяльність Дезидерія Задора // збірник статей «Історія, теорія та практика музично-естетичного виховання». — Дрогобич, 2013. — с.125—131
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეზიდერ_ზადორი“-დან