შინაარსზე გადასვლა

დევ ჰაინსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევ ჰაინსი

ჰაინსი გამოდის Blood Orange-ის სახელით გოთენბურგში, შვედეთი, Way Out West-ის ფესტივალზე, 2014 წლის აგვისტო.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დევიდ ჯოზეფ მაიკლ ჰაინსი
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი, 1985 (1985-00-23) (41 წლის)[1]
დაბ. ადგილი ჰიუსტონი[2]
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი, არტ-როკი, ჯაზი, ალტერნატიული R&B,[3] პროგრესიული R&B,[4] ექსპერიმენტული ჯაზი[5]
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ჩელო, ბასი, დრამი, ფორტეპიანო
აქტიური 2004 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი bloodorange.net
დევ ჰაინსი ვიკისაწყობში

დევონტე ჰაინსი(ინგლ. Devonté Hynes;[6] დ.23 დეკემბერი 1985 წელი — ცნობილი როგორც Blood Orange და ადრე Lightspeed Champion, ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და რეჟისორი, რომელიც ცხოვრობს ნიუ-იორკში. 2004-დან 2006 წლამდე ჰაინსი იყო ჯგუფ Test Icicles-ის წევრი, სადაც უკრავდა გიტარაზე, სინთეზატორზე და ზოგჯერ მღეროდა კიდეც. მათ გამოუშვეს ერთი სრულმეტრაჟიანი ალბომი 2005 წელს. მოგვიანებით ჰაინსმა ორი სოლო სტუდიური ალბომი გამოუშვა სახელით Lightspeed Champion, და შემდგომში კიდევ ხუთი ალბომი სახელით Blood Orange, 2008 წლიდან 2025 წლამდე.

მან დაწერა, შეასრულა ან აწარმოა მუსიკა ისეთი შემსრულებლებისთვის და ასევე მათთან ერთად, როგორიცაა: ტინაში, სოლანჟ ნოულსი, კონან მოკასინი, თეი ში, სკაი ფერეირა, FKA twigs, ბრიტნი სპირსი, ჰაიმი, კაროლაინ პოლაჩეკი, Florence and the Machine, კარლი რეი ჯეფსენი), The Chemical Brothers, კაილი მინოუგი, ლორდი, A$AP Rocky, მაკ მილერი, ბლონდი, ჯასმინ სალივანი, Sugababes, Turnstile და მარაია კერი.[7]

დევ ჰაინსი დაიბადა ილფორდში, აღმოსავლეთ ლონდონში, გაიანელი დედისა და სიერა-ლეონეს კრეოლელი მამის ოჯახში.[8] ის სწავლობდა Chadwell Heath Foundation School-ში, რომელიც ახლა Chadwell Heath Academy-ის სახელით არის ცნობილი. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჰაინსი იყო dance-punk ჯგუფ Test Icicles-ის წევრი, სადაც უკრავდა გიტარაზე, სინთეზატორზე და ზოგჯერ ვოკალსაც ასრულებდა. ჯგუფმა 2005 წელს გამოუშვა ერთი სრული ალბომი სახელად For Screening Purposes Only. 2007 წელს ჰაინსი გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს.[9] ჰაინსი არის ჩრდილოეთ ლონდონის საფეხბურთო გუნდის, ტოტენჰემ ჰოტსპურის მხარდამჭერი.[10]


როგორც Blood Orange

სტუდიო ალბომები

  • Coastal Grooves (2011)
  • Cupid Deluxe (2013)
  • Freetown Sound (2018)
  • Negro Swan (2011)
  • Essex Honey (2025)

Mixtapes & EPs

  • Angel's Pulse (2019)
  • Four Songs (2022)

როგორც Lightspeed Champion

  • Falling Off the Lavender Bridge (2019)
  • Life Is Sweet! Nice to Meet You (2022)

როგორც Devonté Hynes

  • Myths 001 with Connan Mockasin(2015)[11]

Soundtracks

  • Palo Alto (2013)
  • Fields (2019)[12]
  • Queen & Slim (2019)
  • We Are Who We Are (2020)
  • Mainstream (2020)
  • Passing (2021)
  • Master Gardener (2022)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "Dev hynes has everyone under his spell". i.d. 27 October 2016.
  2. Freebase Data DumpsGoogle.
  3. Wood, Mikael (19 April 2014). "Coachella 2014: Devonte Hynes hits a creative groove as Blood Orange". Los Angeles Times. Retrieved 17 July 2021.
  4. Pearce, Sheldon (24 August 2018). "'Nappy Wonder' by Blood Orange Review". Pitchfork. Retrieved 17 July 2021.
  5. Parker, Bryan C. (11 October 2018). "Read the Fine Print". Austin Monthly. Retrieved 17 July 2021.
  6. "Devonté Hynes - MusicBrainz". MusicBrainz. Retrieved 1 November 2015.
  7. "Watch Debbie Harry Drive NYC Taxi in Blondie's 'Long Time' Video". Rolling Stone. 19 April 2017. Retrieved 21 April 2017.
  8. "Blood Orange Speaks About the Sierra Leonean Influences on His New Album 'Freetown Sound'". OkayAfrica. 28 June 2016. Retrieved 8 October 2019.
  9. "Blood Orange: What to Know About the Musician Dev Hynes". Highsnobiety.com. 4 June 2020. Retrieved 12 October 2021.
  10. "Time Will Tell With Dev Hynes". ssense.com. 8 April 2021. Retrieved 21 June 2025.
  11. Rytlewski, Evan (2015). "Myths 001: Collaborative Recordings". Pitchfork. Retrieved 13 July 2023.
  12. Strauss, Matthew (20 August 2019). "Blood Orange Announces New Classical Music Album Fields". Pitchfork. Retrieved 21 August 2019.