შინაარსზე გადასვლა

დევონ ბოსტიკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევონ ბოსტიკი

ბოსტიკი 2025-ში
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1991
ტორონტო, ონტარიო, კანადა
მოქალაქეობა  კანადა
ალმა-მატერი Etobicoke School of the Arts
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1998-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი Dylan Gelula

დევონ ბოსტიკი (დ. 13 ნოემბერი, 1991) — კანადელი მსახიობი. ცნობილია როდრიკ ჰეფლის მთავარი როლით ფილმების სერიაში „წრიპა ბიჭის დღიური“ (2010–2012). სხვა მთავარი როლები მოიცავს ფილმებს: „თაყვანისცემა“ (2008), „გათენებამდე მკვდარი 3D“ (2012), „ოქჯა“ (2017) და „ტუსკალუსა“ (2019). ბოსტიკს შესრულებული აქვს მეორეხარისხოვანი როლები ფილმებში: „ღმერთის საჩუქარი“ (2004), „ხერხი VI“ (2009), „ქურდობის ხელოვნება“ (2013), „რეგრესია“ (2015), „სიტყვები სააბაზანოს კედლებზე“ (2020), „ოპენჰაიმერი“ (2023) და „მაილ ენდ კიკსი“ (2025).

ტელევიზიაში ბოსტიკი ცნობილია ჯასპერ ჯორდანის მთავარი როლით CW-ის სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალში „the 100“ (2014–2017). აგრეთვე შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები: ლეო სტრეინჯი CBC-ის სერიალში „ერიკად ყოფნა“ (2009–2011), გრინი Quibi-ს სერიალში „ყველაზე საშიში თამაში“ (2020) და ოსკარი Netflix-ის სერიალში „ფუბარი“ (2023).

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსტიკი დაიბადა ტორონტოში, ონტარიოს პროვინციაში.[1][2] დედა, სტეფანი გორინი, კასტინგის დირექტორი ტორონტოში, ხოლო მამა, ჯო ბოსტიკი, მსახიობი და ფილმების საბრძოლო სცენების კოორდინატორი.[3] ჰყავს უმცროსი ძმა.[4] ბოსტიკი ინგლისური და ნორვეგიული წარმოშობისაა.

პირველიდან მეექვსე კლასამდე ბოსტიკი დადიოდა საბავშვო თეატრალურ ბანაკში. სამსახიობო სფეროში მოღვაწეობა დაიწყო მეხუთე კლასში და დაამთავრა ტორონტოს ეტობიკოს ხელოვნების სკოლა.[5] მეცხრე კლასიდან მოყოლებული ოთხი წლის განმავლობაში აგრეთვე გადიოდა კურსებს ტორონტოს „The Second City“-ში.

ბოსტიკს შესრულებული აქვს როლები ტელესერიალებში „დეგრასი: შემდეგი თაობა“, „კრიტიკული წერტილი“, ფილმში „მოქალაქე დუენი“[6] და გამოჩნდა „ახალბედა ლურჯის“ პირველ სერიაში. ფილმები მოიცავს როლებს სურათებში: „ღმერთის საჩუქარი“,[7] „მეხსიერების ნატეხები“ და „ქვის ანგელოზი“.

ფილმში „თაყვანისცემა“ (2008) ბოსტიკმა განასახიერა საიმონი, ბიჭი, რომელსაც მშობლების გარდაცვალების შემდეგ ზრდის ბიძა (სკოტ სპიდმანის შესრულებით). მონაწილეობა მიიღო ონლაინ ხუმრობით თრეილერში ყალბი ფილმისთვის „ყინულის ციხესიმაგრე“. ითამაშა როლები მეორე მსოფლიო ომის დრამაში „პოეტი“ როი შაიდერთან და კოლმ ფიორესთან ერთად, ფილმში „ხერხი VI“ ბრენტის როლში და „Assassin's Creed: Lineage“-ში ეციო აუდიტორეს როლში.

ბოსტიკმა ასევე განასახიერა ერიკას გარდაცვლილი ძმა ლეო CBC Television-ის სერიალში „ერიკად ყოფნა“ და როდრიკ ჰეფლი „წრიპა ბიჭის დღიურის“ ფილმებში.[8] ალანის როლი შეასრულა სერიალ „უცნაური მისის მეისელი“-ის სამ ეპიზოდში. „ოპენჰაიმერში“ (2023) ითამაშა სეთ ნედერმაიერის, ფიზიკოსის როლი, რომელიც ლოს-ალამოსის ლაბორატორიაში მუშაობდა მანჰეტენის პროექტის დროს და წამოაყენა იმპლოზიური ტიპის ბირთვული იარაღის გამოყენების იდეა ტრინიტის ტესტში.[9]

2026 წლის აპრილის მონაცემებით, ბოსტიკი მუშაობს უსახელო ფილმზე, რომელიც დაწერილია პირადად მის მიერ ავსტრალიელ მსახიობ კოდი ფერნთან ერთად და მონაწილეობენ სარა პოლსონი, დიან უისტი და ნაომი უოტსი.

ამჟამად ბოსტიკი ცხოვრობს ნიუ-იორკში.[10]

  1. ↑ 29. ციტირების თარიღი: June 8, 2022
  2. ↑ Lederman, Marsha (March 27, 2011). „Devon Bostick's not really evil – he just acts that way“. The Globe and Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 8, 2014. ციტირების თარიღი: April 20, 2026.
  3. ↑ Ouzounian, Richard (March 25, 2011). „Devon Bostick: Not just another wimpy kid“. Toronto Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 20, 2011. ციტირების თარიღი: April 20, 2026.
  4. ↑ MacDonald, Gayle (August 23, 2008). „Devon on Earth“. The Globe and Mail (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 20, 2026.
  5. ↑ Lacey, Liam (May 24, 2008). „Egoyan brings post-9/11 vision to Cannes“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: May 25, 2008.
  6. ↑ Dinoff, Dustin (September 4, 2006). „Contemporary World Cinema: Film Diary: Citizen Duane“. Playback: 13.
  7. ↑ Leydon, Joe (May 3, 2004). „Godsend“. Variety: 62.
  8. ↑ Staff Writer (February 18, 2009). „Being Erica“. Winnipeg Free Press. ციტირების თარიღი: November 21, 2012.
  9. ↑ Grobar, Matt. (March 16, 2022) Devon Bostick Joins Universal's 'Oppenheimer'; Sony’s George Foreman Biopic Adds Deion Smith en-US. ციტირების თარიღი: April 20, 2026
  10. ↑ Hertz, Barry (2026-04-13). „Meet Canada’s Devon Bostick, the boyfriend material at the heart of Mile End Kicks“. The Globe and Mail (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2026-05-06.