დევინის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Devin02.jpg

დევინის ციხესიმაგრეციხესიმაგრე ბრატისლავაში. სლოვაკეთის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. შედის სლოვაკეთის კულტურის ეროვნული ძეგლების სიაში.

პირველი საფორტფიკაციო ნაგებობა დევინის ადგილზე გამოჩნდა ჯერ კიდევ რომაულ პერიოდში და იგი წარმოადგენდა ლიმესის შემადგენელ ნაწილს. ციხესიმაგრე პირველად მოიხსენიება 864 წელს „ფულდის ანალებში“ დოვინის სახელწოდებით. ციხესიმაგრე თამაშობდა მთავარ როლს მორავიის ფრანკებისაგან დაცვის საქმეში. დიდი მორავიის დაცემის შემდეგ ციხესიმაგრემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, მაგრამ XIII საუკუნიდან კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის ისტორიაში. XV საუკუნეში ციხესიმაგრე გააფართოვეს. XVI საუკუნეში ბატორების ოჯახმა ციხესიმაგრე მნიშვნელოვნად გაამაგრა. XVIII საუკუნეში ოსმალეთის შემოჭრის შემდეგ ციხესიმაგრემ დაკარგა მნიშვნელობა და დაანგრიეს. 1809 წელს ნაპოლეონის არმიამ ციხესიმაგრე ააფეთქა.

ტურისტებისათვის ღიაა მთელი წელი დეკემბერ-მარტის გარდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]