დევიდ შარპი (მთამსვლელი)
| დევიდ შარპი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
15 თებერვალი, 1972 ჰარპენდენი, ინგლისი |
| გარდაცვალების თარიღი |
15 მაისი, 2006 (34 წლის) მთა ევერესტი, ტიბეტი |
| გარდაცვალების მიზეზი | ჰიპოთერმია ან ტვინის შეშუპება |
| ეროვნება | ბრიტანელი |
| საქმიანობა |
ალპინისტი მათემატიკის მასწავლებელი |
| სიმაღლე | 180 სმ |
დევიდ შარპი (15 თებერვალი, 1972 — 15 მაისი, 2006) — ინგლისელი ალპინისტი, რომელიც მთა ევერესტის მწვერვალის მახლობლად დაიღუპა.[1] მისმა სიკვდილმა საკმაოდ დიდი სენსაცია გამოიწვია, რადგან როდესაც ის კვდებოდა, სხვა, მწვერვალისაკენ მიმავალმა და უკან მობრუნებულმა მთამსვლელებმა გვერდზე ჩაუარეს, თუმცა აღსანიშნავია რომ რამდენიმე მათგანმა შარპის დახმარებაც სცადა.[2]
შარპი წარსულში ჩო-ოიუის მწვერვალზე ასულიყო[3] და ნიჭიერ მცოცავად მიიჩნეოდა, რომელიც აკლიმატიზაციას მარტივად ეგუებოდა და რომელსაც ალპინისტების ბანაკებში დადებითი რეპუტაციით იცნობდნენ.[4] ეპიზოდურ ამპულაში გამოჩნდა სატელევიზიო შოუში „ევერესტი: ლიმიტის მიღმა“, რომელიც მისი უკანასკნელი ექსპედიციის სეზონზე გადაიღეს.[5]
შარპს ნოტინგემის უნივერსიტეტის ხარისხი ჰქონდა აღებული და მთამსვლელობას ჰობიდ მიიჩნევდა.[4] მუშაობდა საინჟინრო ფირმაში, თუმცა შვებულება აეღო რომ თავგადასავლების საძებნელად წასულიყო და მთამსვლელთა ექსპედიციებს გაჰყოლოდა. 2006 წლის შემოდგომას სკოლის მასწავლებლად მუშაობის დაწყებას გეგმავდა.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Picture of where David Sharp died
- List of deceased UK Everest climbers (archived 16 May 2016)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Breed, Allen G.; Gurubacharya, Binaj (16 July 2006). „Everest remains deadly draw for climbers“. USA Today.
- ↑ The seven most riveting reads about Mount Everest. usatoday.com. ციტირების თარიღი: 1 October 2016
- ↑ Dying For Everest. 2007 Documentary "Dying For Everest", New Zealand TV3 (21 August 2007), YouTube Video "Mt. Everest: David Sharp".
- ↑ 4.0 4.1 4.2 Everest remains deadly draw for climbers - USATODAY.com. usatoday.com. ციტირების თარიღი: 1 October 2016
- ↑ Everest: Beyond the Limit. Competitor Magazine Online. ციტირების თარიღი: 2007-07-04