დევიდ მარშალ ლენგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დევიდ მარშალ ლენგი (ინგლ. David Marshall Lang) (დ. 1924 — გ. 1991) — ინგლისელი პროფესორი, ისტორიკოსი, ქართული, სომხური, ბულგარული ისტორიის სპეციალისტი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1924 წლის 6 მაისს. დაამთავრა კემბრიჯის წმ.იოანეს სახ. კოლეჯი. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ოფიცერი. იბრძოდა ირანში. 1944 წელს თავრიზში დაინიშნა ვიცე–კონსულის მოვალეობის შემსრულებლად.

1949 წლიდან ასწავლიდა ქართულ ენას ლონდონის უნივერსიტეტის აზიური და აფრიკული კვლევების ფაკულტეტზე. ლექციებს კითხულობდა ასევე კოლუმბიისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. 1962-1964 წწ. იყო ლონდონის სამეფო-აზიური საზოგადოების საპატიო მდივანი. 1960-1970 წწ. 3-ჯერ იმოგზაურა სსრკ-ში, ძირითადად სომხეთის სსრ-ში.

წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების კათედრას. დაინტერესებული იყო ქართული ბონისტიკით.

გარდაიცვალა 1991 წლის 20 მარტს.

რჩეული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მონარქიის უკანასკნელი წლები [1]
  • საქართველოს თანამედროვე ისტორია [2]
  • ქართველები — სიწმინდის მცველები [3]
  • ქართველ წმინდანთა ცხოვრება და ლეგენდები [4]
  • სომხეთი — ცივილიზაციის აკვანი [6]
  • მთის ხალხი: ძველი არარატი და კავკასია [7]
  • ბულგარელები: უხსოვარი დროიდან ოსმან დამპყრობლებამდე [8]
  • სომხები — დევნილი ხალხი [9]
  • სომხეთი და ყარაბაღი: ბრძოლა გაერთიანებისთვის [10]

ცნობილი ფრაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად ღმერთს იწამებ, რადგან არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია, უბრალოდ არ არსებობს...

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Last Years of the Georgian Monarchy, 1658—1832 (New York: Columbia University Press, 1957)
  2. A Modern History of Georgia (London: Weidenfeld and Nicolson, 1962)
  3. The Georgians (New York: Praeger, 1966)
  4. Lives and Legends of the Georgian Saints (New York: Crestwood, 1976)
  5. First Russian Radical, Alexander Radischev, 1749—1802 (London: George Allen & Unwin, 1959)
  6. Armenia: Cradle of Civilization (London: George Allen & Unwin, 1970)
  7. Peoples of the Hills: Ancient Ararat and Caucasus by Charles Allen Burney and D.M. Lang (London: Weidenfeld and Nicolson, 1971)
  8. Bulgarians: From Pagan Times to the Ottoman Conquest (London: Thames and Hudson, 1976)
  9. The Armenians: A People in Exile (London: Allen and Unwin, 1981)
  10. Armenia and Karabagh: the Struggle for Unity (London: Minority Rights Group, 1991)