შინაარსზე გადასვლა

დევიდ კენეთ ჰარბორი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევიდ ჰარბორი
დევიდ კენეთ ჰარბორი
ჰარბორი 2019 წ.
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1975
უაიტ პლეინი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
განათლება დარტმუტის კოლეჯი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994-დღემდე
მშობლები მამა: კენეთ ჰარბორი
დედა: ნენსი (რაილი) ჰარბორი

დევიდ კენეთ ჰარბორი (დ. 10 აპრილი, 1975) — ამერიკელი მსახიობი. მას მსოფლიო აღიარება მოუტანა ნეტფლიქსის სამეცნიერო ფანტასიკამ ,,უცნაური ამბები” (2016–2025), სადაც მან განასახიერა ჯიმ ჰოპერის პერსონაჟი. ამ როლისთვის ჰარბორი ორჯერ იყო ნომინირებული ემის დაჯილდოვებაზე, სერიალში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის კატეგორიაში.

მისი მთავარი კინოროლები მოიცავს: სუპერგმირი ,,ჰელბოის" მთავარ როლს (2019), სანტა კლაუსის როლს ფილმში ,,სასტიკი ღამე”(2022) და მრბოლელის პერსონაჟს ფილმში ,,გრანტურიზმო”(2023). ჰარბური ასევე განასახიერებდა წითელ მცველს მარველის კინოსამყაროს, ფილმებში ,,შავი ქვრივი” (2021) და ,,მეხთამტეხლები” (2025), ხოლო ანიმაციურ სერიალში ,,Creature Commandos”(2024–დღემდე) ახმოვანებს ერიკ ფრანკენშტეინის პერსონაჟს.

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევიდი დაიბადა უაით-პლეინსში, ნიუ-იორკში, კენეთ და ნენსი (რაილი) ჰარბორების ოჯახში. მისი ორივე მშობელი უძრავი ქონების სფეროში მუშაობს, დედა საცხოვრებელი, ხოლო მამა კომერციული ფართების მიმართულებით[1]. მან დაამთავრა ბაირამ-ჰილსის საშუალო სკოლა არმონკში, ნიუ-იორკში, მსახიობებთან — შონ მაჰერთან და ეიალ პოდელთან ერთად. 1997[2] წელს მან დაასრულა დარტმუთის კოლეჯი ჰანოვერში, ნიუ-ჰემფშირში, სადაც მისი ძირითადი სპეციალობა დრამა და იტალიური ენა იყო.

ახალგაზრდა დევიდი ნიუ-იორკში ცხოვრებისას, პოკერ-კლუბებში თამაშობდა და ამტკიცებს, რომ პირადად იცნობდა იმ განგსტერს, რომელიც 1998 წლის ფილმში „შულერები“[3] ჯონ მალკოვიჩის პერსონაჟის, „ტედი კაგებეს“ პროტოტიპი გახდა.

ჰარბორი 2014 წელს ტორონტოს ფილმების ფესტივალზე

1994–1997 წლებში ჰარბორი თამაშობდა თეატრ მონმაუთში, კუმსტონ ჰოლში, სადაც მონაწილეობდა შექსპირის წარმოდგენებში, მათ შორის ,,ქარიშხალი", ,,აურზაური არაფრის გამო", ,,ზამთრის ზღაპარი" და ,,ჰამლეტი". პროფესიონალური კარიერა ბროდვეიზე დაიწყო 1999 წელს.სატელევიზიო დებიუტი შედგა იმავე წელს სერიალში ,,კანონი და წესრიგი", სადაც მან ოფიციანტის როლი შეასრულა. 2002 წელს კვლავ გამოჩნდა სერიალში ,,კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი", ბავშვის მკვლელის როლში. მას ასევე ჰქონდა MI6-ის აგენტ როჯერ ანდერსონის როლი სერიალ „Pan Am“-ში. 2005 წელს ჰარბური ნომინირებული იყო Tony Award–ზე, ნიკის როლისთვის სერიალში ,,ვის ეშინია ვირჯინია ვულფის".

ჰარბური ცნობილია ასევე სხვა როლებით: CIA–ის აგენტი გრეგ ბიმი ფილმში ,,მოწყალების კვანტუმი", შეფ ქემბელი ,,ცვლილებათა გზა". ის ასევე მონაწილეობს ფილმებში: ,,კუზიანი მთა", ,,მწვანე კრაზანა", ,,პატრული" და ,,Between Us". 2013 წელს მცირე როლი ჰქონდა სერიალში ,,ელემენტარული", ხოლო 2012–2014 წლებში ითამაშა სერიალში ,,საინფორმაციო სამსახური".[4].

მიღწევები და წარმატება სერიალ ,,უცნაურ ამბებთან" ერთად (2014-დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰარბორი 2016 წ.

2014 წელს დევიდმა ითამაშა ექიმი რიდ აქლის როლში სერიალში ,,მანჰეტენი"[5]. 2015 წელს გადაიღეს ნეტფლიქსის სერიალში ,,უცნაური ამბები"[6], სადაც ჰარბორი თამაშობდა ჯიმ ჰოპერის პერსონაჟს. ამ როლისთვის ის ორჯერ იყო ნომინირებული პრაიმთაიმის ემის დაჯილდოვებაზე (2017- 2018) და ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე (2018). 2017 წელს ჰარბორმა და მისმა კოლეგებმა დაიმსახურეს კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

2019 წელს დევიდი გადაიღეს სუპერგმირის ფილმ ,,ჰელბოიში”[7]. 2021 წელს მან განასახიერა ალექსეი შოსტაკოვი / წითელი მცველი ფილმში ,,შავი ქვრივი"[8][9] და განაახლა როლი ფილმში ,,მეხთამტეხლები” (2025). ჰარბურს ასევე ჰქონდა მთავარი როლები ფილმებში ,,სასტიკი ღამე” (2022) და ,,გრან ტურიზმო” (2023) რომელიც ფლეისთიშენის თამაშზეა დაფუძნებული[10]. 2025 წლის ოქტომბერში ჰარბორს მონაწილეობა უნდა მიეღო ტონი გილროის ფილმში ,,Behemoth!”[11], თუმცა 2026 წლის იანვარში პროექტი დატოვა სერიალი ,,უცნაური ამბების” [12]საბოლოო სეზონის დატვირთული მუშაობის გამო; მის მაგივრად როლი შეასრულა ვილ არნეტმა[13] .

პერსონალური ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევიდს ჰქონდა ურთიერთობა ალისონ სუდოლთან და ჯულია სტაილსთან.[14][15] . 2019 წელს ის ინგლისელ მომღერალ და კომპოზიტორთან ლილი ალენთან ერთად იყო. წყვილმა 7 სექტემბერს 2020 წელს იქორწინა ლას-ვეგასში, სადღესასწაულო ცერემონიას ატარებდა ელვის იმპერსონატორი[16]. წყვილი ცხოვრობდა ბრაუნსტოუნის სახლში ბრუკლინში[17] და თანამშრომლობდა არქიტექტორ ბენ ბიშოფთან[18]. 2024 წლის დეკემბერში მედია წერს, რომ ჰარბორი და ალენი დაშორდნენ; სხვა წყაროები ამბობენ, რომ დაშორება მოხდა 2025[19][20] წლის დასაწყისში. ალენის მეხუთე ალბომი ,,West End Girl” ნაწილობრივ ეფუძნება მათი ურთიერთობის დასასრულს და ჰარბურის სავარაუდო ღალატს[21].

ჰარბორი 2021 წლის ივლისში, ფილმში ,,შავი ქვრივი" შესრულებული როლის შესახებ გამოცემა The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, განაცხადებს, რომ საკუთარ თავს სოციალისტად მიიჩნევს. ის ამბობს: „არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, რომელიც სოციალისტურ იდეოლოგიას არ ეთანხმება.“ მან განმარტა, რომ მისთვის იდეალური საზოგადოება „საბავშვო ბაღის ტიპის საზოგადოებაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ყველაფერს“ — განსხვავებით დღევანდელი სამყაროსგან, სადაც, მისი შეფასებით, ადამიანები ხშირად მოქმედებენ სიხარბის მოტივით, რაც ძალადობასა და განადგურებას იწვევს.[22]

ჰარბორს ახალგაზრდობაში პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან[23]. 24 წლის ასაკში მან შეწყვიტა სმა, მას შემდეგ, რაც, როგორც თავად ამბობს, „ფსკერს მიაღწია“ და ერთდროულად უპირისპირდებოდა უსახლკარობას, მარტოობასა და სუიციდურ აზრებს[24]. სმის ჩვევა მას თინეიჯერობიდანვე დაეწყო და კოლეჯის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა. საბოლოოდ, მან ალკოჰოლზე უარი თქვა, რადგან თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა და ცხოვრებაში სხვა მიმართულება სჭირდებოდა. მოგვიანებით აღნიშნა: „ახლა ზედმეტად ვაფასებ სიფხიზლეს". 26 წლის ასაკში ჰარბორს ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა[25][23][26][27] .

დევიდი არის NHL-ის გუნდის, New York Rangers-ის გულშემატკივარი.[28] წარსულში მას პარანორმალური მოვლენების არსებობისაც სჯეროდა[29][30].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. Blank, Matthew. (December 14, 2010) PLAYBILL.COM'S CUE & A: Merchant of Venice's David Harbour. Playbill. Brightspot. ციტირების თარიღი: July 27, 2018
  2. Corriveau, David. (May 11, 2018) Film Notes: 'Stranger Things' Actor David Harbour Returns to Dartmouth. ციტირების თარიღი: March 30, 2020
  3. (en) David Harbour Feels Out of Control While Eating Spicy Wings. July 15, 2021. https://www.youtube.com/watch?v=ZOfVbtOUhU0.
  4. Panos, Maggie. (November 2, 2017) The Newsroom. ციტირების თარიღი: March 30, 2020
  5. David Harbour on The Tonight Show Starring Jimmy Fallon. ციტირების თარიღი: March 30, 2020
  6. McClendon, Lamarco. (June 15, 2015) 'Stranger Things': Winona Ryder Discusses First Major TV Role in Netflix Featurette. Variety. ციტირების თარიღი: May 8, 2023
  7. Perry, Spencer. (May 8, 2017) Neil Marshall to Direct Hellboy Reboot Starring David Harbour!. ციტირების თარიღი: May 8, 2017
  8. Kit, Borys. (May 8, 2017) 'Stranger Things' Star David Harbour Joins Scarlett Johansson in Marvel's 'Black Widow'. (Exclusive). ციტირების თარიღი: April 3, 2019
  9. Coggan, Devan (July 20, 2019). „Black Widow hits Comic-Con with first details of Scarlett Johansson film“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: July 27, 2019.
  10. D23 Expo 2022: All of the Marvel Studios News Coming Out of Hall D23 en. ციტირების თარიღი: September 11, 2022
  11. Kroll, Justin. (October 1, 2025) David Harbour To Co-Star Opposite Pedro Pascal In 'Behemoth!' From Tony Gilroy And Searchlight. ციტირების თარიღი: January 7, 2026
  12. Dunn, Jack; Donnelly, Matt. David Harbour Exits Tony Gilroy's Searchlight Drama 'Behemoth!' (January 6, 2026). ციტირების თარიღი: January 6, 2026
  13. Kroll, Justin. Will Arnett Joins Tony Gilroy’s Next Film 'Behemoth!' After David Harbour Exits Project (January 7, 2026). ციტირების თარიღი: 7 January 2026
  14. Sanchez, Chealsey (May 18, 2022). „David Harbour and Lily Allen'sFull Relationships' Timeline“. Harper's Bazaar.
  15. Stow, Katie. (September 10, 2020) David Harbour From 'Stranger Things' Has A Surprisingly Famous List Of Girlfriends en. ციტირების თარიღი: January 4, 2023
  16. Guglielmi, Jodi. (September 9, 2020) David Harbour and Lily Allen Are Married! See Photos from Their Las Vegas Wedding EN. ციტირების თარიღი: September 9, 2020
  17. Inside David Harbour and Lily Allen's "Weird and Wonderful" Brooklyn Town House en-US (February 1, 2023). ციტირების თარიღი: March 1, 2023
  18. Lily Allen Makes Pointed Comments About Older Men Preferring 'Young, Dumb Women' After David Harbour Split en. ციტირების თარიღი: March 21, 2025
  19. Bekiempis, Victoria. (12 November 2025) Breaking Down the Lily Allen–David Harbour Drama. ციტატა: „Allen and Harbour, who wed in Las Vegas on September 7, 2020, separated early this year [...] So far, there do not appear to be any public court filings indicating that either Allen or Harbour have officially filed for divorce“ ციტირების თარიღი: 17 November 2025
  20. Flam, Charna (3 February 2025). „Lily Allen and David Harbour Separate After 4 Years — The 'Marriage Has Been Crumbling': Source (Exclusive)“. People. ციტირების თარიღი: 17 November 2025.
  21. Dean, Jonathan. (25 October 2025) Lily Allen: 'Intimacy is messy... I've had a tough year'. ციტირების თარიღი: 26 October 2025
  22. Duggins, Alexi. David Harbour: 'I've always been waiting to be 40 years old' (July 3, 2021). ციტირების თარიღი: July 24, 2021
  23. 1 2 Daly, Rhian. (June 7, 2018) Stranger Things' David Harbour opens up about his mental health and battles with addiction.
  24. David Harbour Hits Rock Bottom and Finds Sobriety. theoffcamerashow (April 8, 2019).
  25. Stranger Things star David Harbour reveals he has bipolar disorder and describes acting as 'a lifeline' for his mental wellbeing. ციტირების თარიღი: May 2, 2020
  26. Whelan, Luke. David Harbour: Stranger Things actor on being sent to an 'institution' for mental health en (July 7, 2022). ციტირების თარიღი: August 15, 2022
  27. Stranger Things actor David Harbour opens up on struggle with mental illness as Netflix season 4 returns en. ციტირების თარიღი: August 15, 2022
  28. Instagram. ციტირების თარიღი: March 21, 2025
  29. Tolstoy, Leo (November 2018). „Split Consciousness in People of Our World“, On Life. Northwestern University Press, გვ. 77–79. ISBN 9780810138049. 
  30. McKenney, Kelcie (June 21, 2019). „We talked to David Harbour — Chief Hopper on Netflix's Stranger Things — about his visit to KC and what to expect from Season Three“. The Pitch. Kansas City, Missouri. ციტირების თარიღი: August 3, 2021.