დევე გოვდა
| დევე გოვდა | |
|---|---|
| კანად. ಹರದನಹಳ್ಳಿ ದೊಡ್ಡೇಗೌಡ ದೇವೇಗೌಡ | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 18 მაისი, 1933[1] [2] (93 წლის) |
| დაბადების ადგილი | Haradanahalli |
| მეუღლე/ები | Chennamma Deve Gowda |
| შვილ(ებ)ი | H. D. Kumaraswamy და H. D. Revanna |
|
| |
| hddevegowda.in | |
დევე გოვდა (დ. 18 მაისი, 1933)[3] — ინდოელი პოლიტიკოსი, რომელიც 1996–1997 წლებში თითქმის 11 თვის განმავლობაში იკავებდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.[4][5] მანამდე იგი 1994–1996 წლებში მსახურობდა კარნატაკას მთავარ მინისტრად და იყო პარლამენტის წევრი ლოკ-საბჰაში. ჯანატა დალის (სეკულარული) წევრი, იგი 1999 წლიდან პარტიის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, ხოლო 2020 წლიდან არის პარლამენტის წევრი რაჯია საბჰაში, სადაც კარნატაკას წარმოადგენს.[6]
ფერმერთა ოჯახში დაბადებული დევე გოვდა 1953 წელს ინდოეთის ეროვნულ კონგრესს შეუერთდა და მისი წევრი 1962 წლამდე იყო. 1994 წელს იგი გახდა ჯანატა დალის შტატის ორგანიზაციის პრეზიდენტი და მიჩნეული იყო კარნატაკაში პარტიის გამარჯვების მთავარ მამოძრავებელ ძალად. 1994–1996 წლებში იგი კარნატაკას მთავარი მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1996 წლის საყოველთაო არჩევნებში ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა საკმარისი ადგილები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და დევე გოვდა, როგორც „გაერთიანებული ფრონტის“ კოალიციის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.[7][8] მისი პრემიერ-მინისტრობა წელიწადზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და მან თანამდებობა 1997 წლის აპრილში დატოვა. პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების ვადის შემდეგ, იგი ხელახლა აირჩიეს ლოკ-საბჰას დეპუტატად, სანამ 1999 და 2019 წლების არჩევნებში არ დამარცხდა.[9] 2020 წელს დევე გოვდა რაჯია-საბჰაში აირჩიეს.
2024 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მანმოჰან სინგჰის გარდაცვალების შემდეგ, გოვდა გახდა ინდოეთის ერთადერთი ცოცხალი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Shri H. D. Deve Gowda. pmindia.gov.in. ციტირების თარიღი: 4 August 2012
- ↑ Press Trust of India (25 February 2015). „I will not contest any more elections: Deve Gowda“. The Hindu (ინგლისური). ციტირების თარიღი: 13 December 2021. ციტატა: „Gowda became the 12th Prime Minister in June 1996.“
- ↑ Britannica article. ციტირების თარიღი: 2014-10-16
- ↑ JDS Leader: H. D. Deve Gowda Profile. janata.in. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2010. ციტირების თარიღი: 11 June 2017
- ↑ Mukerji, Debashish. (8 December 2021) Before Deve Gowda, VP Singh was asked to be PM of United Front. He hid in his flat, car. ციტირების თარიღი: 29 June 2024
- ↑ Srinivasaraju, Sugata. (5 June 2021) Deve Gowda and the accidental prime ministers. ციტირების თარიღი: 29 June 2024
- ↑ Hassan Election Result 2019. Times Now (23 May 2019). ციტირების თარიღი: 24 May 2019