დებუბავი-კეი-ბაჰრი
| პროვინცია | |
|---|---|
|
დებუბავი-კეი-ბაჰრი ტიგ. ዞባ ደቡባዊ ቀይሕ ባሕሪ | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | ასები |
| კოორდინატები | 13°45′00″ ჩ. გ. 41°30′00″ ა. გ. / 13.75000° ჩ. გ. 41.50000° ა. გ. |
| ფართობი | 27 600 კმ² |
| მოსახლეობა | 83 500 კაცი (2005) |
| სიმჭიდროვე | 3,03 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+3 |
|
| |
დებუბავი-კეი-ბაჰრი, ან წითელი ზღვის სამხრეთი (ტიგ. ዞባ ደቡባዊ ቀይሕ ባሕሪ, ინგლ. Debubawi Keyih Bahri) — ერიტრეის 6 პროვინციიდან ერთ-ერთი. მისი ფართობია — 27 600 კმ². 2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 83 500 ადამიანს.[1][2] პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი და საზღვაო პორტი ასები.
ეს მიწები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო არასტუმართმოყვარე ადგილად დედამიწაზე, სანაპიროს გამოკლებით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს წითელი ზღვის სამხრეთი ნაწილის გასწვრივ. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სემიენავი-კეი-ბაჰრის პროვინციას, დასავლეთიდან ეთიოპიას და სამხრეთიდან ჯიბუტის. პროვინცია გადაჭიმულია 500 კმ-ზე უფრო მეტ სიგრძეზე წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, მაგრამ მისი სიგანე მხოლოდ დაახლოებით 50 კმ-ს შეადგენს. პროვინციის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია — რამლუს მთა (2248 ზღვის დონიდან მეტრი). მისი ტერიტორია დანაკილის უდაბნოს ნაწილია.
დასახლებული პუნქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი რაიონები:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-24. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
- ↑ Citypopulation