დები ვასერმან-შულცი
დები ვასერმან-შულცი Debbie Wasserman Schultz | |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 3 იანვარი, 2004 |
წინამორბედი | პიტერ დეიჩი |
დაბადებული | 27 სექტემბერი, 1966 ფორესტ-ჰილს, ნიუ-იორკი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ჩაკ ფრანკო |
განათლება | ფლორიდის უნივერსიტეტი |
რელიგია | იუდაიზმი |
ხელმოწერა |
დები ვასერმან-შულცი (ინგლ. Debbie Wasserman Schultz; დ. 27 სექტემბერი 1966, ნიუ-იორკი, აშშ) — ებრაული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, ფლორიდის შტატის წარმომადგენელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 2004 წლიდან. დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე 2011 წლის 4 მაისიდან 2016 წლის 28 ივნისამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დებო ვასერმანი დაიბადა კუინზში და გაიზარდა ლონგ-აილენდზე. ცოლად გაჰყვა სტივენ შულცს, არის სამი შვილის დედა, ამჟამად ცხოვრობს ფლორიდაში, ქალაქ უესტონში. 1990 წელს დაასრულა ფლორიდის უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით. მუშაობდა კოლეჯის პროგრამულ ადმინისტრატორად და ფლორიდელი კონგრესმენის პიტერ დეიჩის ასისტენტად. 1992 წელს დეიჩი გახდა აშშ-ის კონგრესის წევრი, ხოლო ვასერმან-შულცმა დაიკავა მისი ადგილი შტატის საკანონმდებლო კრებაში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი კანონმდებელი ფლორიდის შტატის ისტორიაში.
2004 წელს პიტერ დეიჩი ტოვებს წარმომადგენელთა პალატას, რათა კენჭი იყაროს აშშ-ის სენატში და ამომრჩევლებს საკუთარ შემცვლელად შესთავაზა ვასერმან-შულცის კანდიდატურა. ოლქი სადაც კენჭს იყრიდა ვასერმანი, დემოკრატებს არ სწყალობდა და შტატში დემოკრატების ყველაზე მთავარ ოპონენტად ითვლებოდა. ამავდროულად ამ შტატში ძალზე ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მისი ოპონენტი მოუწოდებდა ხალხს ხმა მიეცა ქრისტიანული ფასეულობებისათვის (ვასერმან-შულცი იუდაიზმის მიმდევარი არის) და მოსახლეობას არწმუნებდა, რომ იგი სამიშ ვილის გამო სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობდა კონგრესში მუშაობას.
2004 წლის 4 ნოემბერს ვასერმან-შულცმა მიიღო ხმების 70,2 %. ფიცის დადების ცერემონიალის დროს მან ბიბლიაზე ფიცის დადებაზე უარი თქვა, მოუწიათ თანახის გამოყენება.
დები ვასერმან-შულცის პოლიტიკური შეხედულებები ზოგადად ლიბერალურია. იგი მხარს უჭერს შეიარაღებაზე კონტროლს, სექსუალური უმცირესობების უფლებებს და ა. შ.
2011 წელს დები ვასერმან-შულცი აირჩიეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელად და გახდა მესამე ქალი, რომელსაც ეკავა აღნიშნული თანამდებობა. მისთვის გადამწყვეტი იყო ბარაკ ობამას მხარდაჭერა[1].
სკანდალი 2016 წლის პრაიმერიზზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 25 ივლისს ფილადელფიაში მუშაობა დაიწყო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კონვენტმამ, რომელსაც უნდა წამოეყენებინა ერთიანი კანდიდატი 2016 წლის არჩევნებზე. წინა დრეს კი გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დები ვასერმან-შულცის გადადგომის შესახებ[2]. „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, იგი არ აპირებდა გადადგომას, თუკი ბარაკ ობამას პირად მითითებას არ მიიღებდა[3].
სკანდალის მიზეზი გახდა ორგანიზაცია Wikileaks-ის მიერ დემოკრატიული პარტიის კომიტეტის სამსახურებრივი მიმოწერის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდებოდა, რომ დეპარტამენტის ზედა ეშელონები მხარს უჭერდნენ ჰილარი კლინტონს და ამის გამო დაიგზავნა ათAსობით მეილი. კომიტეტი კი, რომელსაც ვასერმან-შულცი ხელმძღვანელობდა, ნეიტრალიტეტის ნაცვლად, ეძებდა აქტიურ გზებს კლინტონის წინსვლისთვის, მისი მთავარი კონკურენტის, ვერმონტის სენატორის ბერნი სანდერსის საზიანოდ. ვასერმან-შულცი კლინტონის ოპონენტებმა გააკრიტიკეს.
დები ვასერმან-შულცის გადადგომისთანავე გადადგა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის მეთაური რობი მუკი, რომელიც დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის მიმოწერის გამოქვეყნებაში რუსეთის ხელს ხედავდა.
ვასერმან-შულცის გადადგომას ბერნი სანდერსი მიესალმა[4]. მისი შემცვლელი გახდა დონა ბრეზილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Congresswoman Debbie Wasserman Schultz official U.S. House site
- Debbie Wasserman Schultz for Congress
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Joshua Cohen. (May 4, 2011) Breaking News: Debbie Wasserman Schultz Elected DNC Chair. Democrats.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2013. ციტირების თარიღი: March 27, 2012.
- ↑ Ушла в отставку глава комитета Демпартии США Дебби Вассерман-Шульц
- ↑ Sullivan, Sean; Gearan, Anne. Democratic National Convention: Wasserman Schultz will not gavel in convention, bowing to heavy opposition. Washington Post (July 25, 2016).
- ↑ Демократы собрались в Филадельфии для выдвижения Хиллари Клинтон