შინაარსზე გადასვლა

დები ალენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დები ალენი

ალენი 2012 წელს
დაბადების სახელი დებორა კეი ალენი
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1950 (1950-01-16) (74 წლის)
ჰიუსტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ჰოვარდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
ქორეოგრაფი
მოცეკვავე
რეჟისორი
პროდიუსერი
აქტიური 1968-დღემდე
მეუღლე(ები) უინ ვილფორდი (იქ. 1975–83)
ნორმ ნიქსონი (იქ. 1984)
ჯილდოები ოქროს გლობუსი
ტონი (ჯილდო)
ემის ჯილდო
საიტი Debbie Allen Dance Academy
Debbie Allen Twitter

დებორა კეი ალენი (ინგლ. Deborah Kaye Allen; დ. 16 იანვარი, 1950) — ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, სიმღერების ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი და პრეზიდენტის კომიტეტის ყოფილი წევრი ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საკითხებში.[1][2] 20 ჯერ არის ნომინირებული ემის ჯილდოზე, მოგებული აქვს სამი ემის ჯილდო,[3] ორი ტონი, და ოქროს გლობუსი.[4] ჰოლივუდის დიდების ხეივანზე არის მის პატივსაცემად გახსნილი ვარსკვლავი.

1982 წლიდან 1987 წლამდე მონაწილეობას იღებდა მუსიკალურ დრამაში, „დიდება“, რომელშიც თამაშობდა ცეკვის მასწავლებლის, ლიდია გრანტის როლს. გარდა ამისა, იყო ამ სერიალის ქორეოგრაფიც. ამ როლის შესრულებისთვის, 1983 წელს დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით, ორი „პრაიმტაიმ ემის ჯილდოთი“ და ნომინირდა კიდევ ოთხ პრაიმტიამ ემის ჯილდოზე. მოგვიანებით, მუშაობა განაგრძო რეჟისორად და პროდიუსერად. არის NBC-ს კომედიური სერიალის, „განსხვავებული სამყაროს“, (1988-1993) 83 ეპიზოდის რეჟისორი და პროდიუსერი. სამსახიობო კარიერას დაუბრუნდა NBC-ს სიტკომში, „სახლში“, მთავარი როლის შესრულებით. ხოლო 2011 წელს, ექიმი კეტრინ ავერის როლის თამაში დაიწყო ABC-ს დრამა „გრეის ანატომიაში“, სადაც ამავდროულად მუშაობდა აღმასრულებელ პროდიუსერად და რეჟისორად.[5] გადაღებული აქვს 50-ზე მეტი სატელევიზიო და კინო პროდუქცია.

2001 წელს ალენმა ლოს-ანჯელესში გახსნა „დები ალენის ცეკვის აკადემია“,[6][7] სადაც დღესაც ასწავლის ახალგაზრდა მოცეკვავეებს. მან ასევე, ქორეოგრაფია შეასწავლა ამერიკელ მომღერალს პაულა აბდულს. არის ამერიკელი მომღერლის, რეჟისორის და მომღერლის, ფილიცია რაშადის უმცროსი და.

ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი დები ალენი დაიბადა 1950 წლის 16 იანვარს, ჰიუსტონში, აშშ-ში. არის ორთოდონტი ენდრიუ ალენის და პულიცერის პრემიაზე ნომინირებული მხატვრის, პოეტის, დრამატურგის და გამომცემელის, ვივიან ალენის მესამე შვილი. კლასიკური ბერძნული ლიტერატურა და მეტყველება შეისწავლა ჰოვარდის უნივერსიტეტში. მსახიობობა შეისწავლა ჰერბერტ ბერგოფის სტუდიაში, ნიუ-იორკში.[8] არის ჰოვარდის უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლის საპატიო დოქტორანტი.

ალენი 1983 წელს

1976 წელს, ალენმა პირველად მიიღო მონაწილეობა სიტკომში, „კარგი დრო“. ამ წელს, იგი გადაიღეს NBC-ს მრავალფეროვან სატელევიზიო შოუში, „3 გოგო 3“. მოგვიანებით ალენი გადაიღეს, 1979 წლის მინისერიალში, „ფესვები:შემდეგი თაობა“, სადაც შეასრულა ალექს ჰეილის მეუღლის როლი. ამ წელს, იგი ასევე გადაიღეს კომედიურ ფილმში, „თევზი, რომელმაც გადაარჩინა პიტსბურგი“. 1981 წელს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილმში, „რეგთაიმი“. ბროდვეის მიუზიკლში იგივე როლის შესრულებისთვის იგი დაჯილდოვდა ტონი ჯილდოთი.

1980 წელს მან ლიდია გრანტის როლი ითამაშა ამერიკულ მიუზიკლში, „დიდება“. თუმცა მისი როლი ამ ფილმში უმნიშვნელო იყო, მოგვიანებით, ალენი ფილმის სატელევიზიო ადაპტაციაშიც გადაიღეს, სადაც იგი ამჯერად სერიალის ცენტრალური ფიგურა იყო. სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა 1982 წლიდან 1987 წლამდე. სერიალის გადაღებების დროს, აღნიშნული როლის გამო, ალენი 4 ჯერ ნომინირდა ემის ჯილდოზე. იგი ერთადერთი მსახიობია, რომელიც „დიდების“ სამივე ეკრანულ პროდუქციაში გამოჩნდა, ითამაშა ლიდია გრანტის როლი როგორც 1980 წლის ფილმში, ასევე 1982-1987 წლის ტელესერიალში, მან ასევე 2009 წელს, სკოლის დირექტორის როლი მოირგო „დიდების“ რიმეიქში. აღნიშნული ტელესერიალის და ფილმის ქორეოგრაფობისთვის, იგი დაჯილდოვდა პრაიმტაიმ ემის ჯილდოთი და ერთი ოქროს გლობუსით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ტელესერიალის მიუზიკლსა ან კომედიაში.[9]

ალენი დაქორწინებულია NBA-ს მოთამაშეზე, ნორმ ნიქსონზე.[10] წყვილს ჰყავს სამი შვილი: მოცეკვავე ვივიან ნიქსონი, კალათბურთის მოთამაშე ნორმან ნიქსონი და დევაუნ ნიქსონი. ალენი 1975 წლიდან 1983 წლამდე დაქორწინებული იყო უინ ვილფორდზე. არის მსახიობის ფილისია რაშადის და ჯაზის კომპოზიტორის, ტექს ალენის და.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Current Members. President's Committee on the Arts and the Humanities. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 16, 2005. ციტირების თარიღი: August 13, 2008.
  2. Debbie Allen, Culver City, California. President's Committee on the Arts and the Humanities (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 17, 2009. ციტირების თარიღი: August 13, 2008.
  3. Debbie Allen.
  4. Debbie Allen.
  5. Andreeva, Nellie. Debbie Allen To Serve As Executive Producer/Director On ‘Grey’s Anatomy’ (May 6, 2015).
  6. Gibson, Cynthia. (2016-02-19) Black History Profile: Debbie Allen, ‘Born To Dance’ en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-07. ციტირების თარიღი: 2020-12-01.
  7. de Luna, Marcy. (2019-01-15) Houston-born actress and choreographer Debbie Allen turns 69. ციტირების თარიღი: 2020-01-16
  8. HB Studio - Notable Alumni | One of the Original Acting Studios in NYC.
  9. 34 Years Ago Debbie Allen Took Home a Golden Globe.
  10. Peter Vecsey. (March 13, 2007) BASN's Hometown Hero. blackathlete.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 11, 2007. ციტირების თარიღი: April 12, 2008.