დები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დები
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი ნოველა
გამოცემის თარიღი 1914
მომდევნო შეხვედრა

დები (ინგლ. The Sisters) — ჯეიმზ ჯოისის ნოველა, რომელიც გამოქვეყნდა 1914 წელს გამოცემულ ნოველათა კრებულში „დუბლინელები“.

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბიჭი (მთხრობელი)
  • ჯეიმზ ფლინი, ყოფილი მღვდელი
  • ელიზა ფლინი, ჯეიმზ ფლინის და
  • ნანე ფლინი, ჯეიმზ ფლინის და
  • მოხუცი კოტერი
  • ბიჭის დეიდა
  • ბიჭის ბიძა

ნოველა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველა დებში ასახულია ბიჭის, რომლის სახელიც უცნობია და ყოფილი, დაუძლურებული მღვდლის ურთიერთობა. მღვდლის ვალდებულებებისგან გათავისუფლებული ფლინი ბიჭის მენტორობას შეუდგა და ესაუბრელობდა მას სასულიერო პირების მოვალეობებზე და ვალდებულებებზე, კათოლიკურ ეკლესიაში. ნოველის დასაწყისში ბიჭი აცნობიერებს მამა ფლინის ავადმყოფობას და მოსალოდნელ სიკვდილს. ბიჭი მოხიბლულია სიმღერების, სიმბოლოების და მათი მნიშვნელობების თარგმნით და განმარტებით. მოგვიანებით, მაშინ როდესაც ბიჭი ვახშმობს ბიძას, დეიდასა და მოხუც კოპერს შორის გამართული საუბრიდან იგებს მღვდლის გარდაცვალების ამბავს. საუბრის თემა კი ბიჭის და მღვდლის ურთიერთობას შეეხებოდა. მთელი ღამე ბიჭი მღვდელზე ფიქრობდა და ოცნებონდა სადმე მისტიკურ მიწაზე გაქცეულიყო. მეორე დილით განცხადებით შეიტყო მღვდლის გარდაცვალების ამბავი. იმ ღამით ის და დეიდამისი მგლოვიარეებთან წავიდნენ. დეიდამ და გარდაცვლილი მღვდლის დამ ელიზამ საუბარი დაიწყეს, ელიზა უამბობდა დეიდას რომ მამა ფლინი თასის გატეხვის შემდეგ თავს სულიერად ცუდად გრძნობდა.

თემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჭი,როგორც ნოველიდან ჩანს, მოხიბლულია მამა ფლინით, ეთაყვანება მას და ძალიან განიცდის რომ ვერ შეძლო მოენახულებინა ის, სიცოცხლის ბოლო დღეს. საინტერესო და დამაბნეველია თავად ნოველის სათაური. ნოველა მთლიანად აგებულია ყმაწვილის და გარდაცვლილი მღვდლის ურთიერთობაზე. მღვდლის დები, ელიზა და ნანე, კი მეორეხარისხოვანი გმირები არიან. ჯოისის განზრახვა ნოველის დასათაურებასთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა გავრცელებული მოსაზრების მიხედვით სათაური მომდინარეობს იმ ფაქტიდან რომ ბიჭის შემდეგ მამა ფლინის დები, ერთადერთნი არიან, რომლებიც ნამდვილად იცნობენ მამა ფლინს და ესმით მისი, დუბლინში მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დები&oldid=3372706“-დან