დეავგაი
იერსახე
| დეავგაი | |
|---|---|
| კოორდინატები: 41°29′48″ ჩ. გ. 47°19′34″ ა. გ. / 41.49667° ჩ. გ. 47.32611° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | დაღესტანი |
| სიმაღლე | 4016 მ |
| შეფარდებითი სიმაღლე | 1251 მ |
| ქედი | აღმოსავლეთი კავკასიონი |
დეავგაი (რუს. Деавгай) — მთა რუსეთში, დაღესტანში.[1] მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე. სიმაღლე 4016 მ. მთის მწვერვალი შეზნექილი ფორმისაა. დაფარულია მუდმივი თოვლით. კალთები კლდოვანია. ჩრდილოეთით მთა წარმოქმნის თითქმის ციცაბო, შავი ფიქალის კონტრფორსიან კედელს. სამხრეთი კალთები წარმოადგენს ყინულ-თოვლიან კარნიზს.[2]