დახრილობა (ასტრონომია)
იერსახე
დახრილობა (სიმბოლო — δ) — კოორდინატთა ეკვატორულ სისტემის ერთ-ერთი კოორდინატი. ამა თუ იმ მნათობის დახრილობა ეწოდება კუთხეს საათის წრეზე ცის ეკვატორსა და ამ მნათობს შორის. დახრილობა აითვლება 0°-დან +90°-მდე ჩრდილოეთ პოლუსის და 0°-დან -90°-მდე სამხრეთ პოლუსის მიმართულებით. პირველ ეკვატორულ სისტემაში გამოიყენება საათ-კუთხესთან, ხოლო მეორე ეკვატორულ სისტემაში პირდაპირ აღვლენასთან მიმართებაში.