შინაარსზე გადასვლა

დაცე მელბარდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაცე მელბარდე
ლატვ. Dace Melbārde

დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1971(1971-04-03) (54 წლის)
დაბადების ადგილი რიგა
მოქალაქეობა  ლატვია
 სსრკ
განათლება ლატვიის უნივერსიტეტი და Latvian Academy of Culture
ჯილდოები Commander First Class of the Order of the Lion of Finland[1] და Order of the Three Stars, 4th Class[2]

დაცე მელბარდე (ლატვ. Dace Melbārde, დ. 3 აპრილი, 1971, რიგა)[3]ლატვიის კულტურის, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 2019 წლის 18 ივნისიდან არის ევროპის პარლამენტის დეპუტატი, წარმოადგენდა „ეროვნულ გაერთიანებას“. 2022 წლის 22 აგვისტოს შეუერთდა პარტიულ გაერთიანებას „ახალი ერთობა“. იგი იყო ლატვიის ეროვნული კულტურის ცენტრის დირექტორი, ლატვიის კულტურის მინისტრი (2013-2019) და ლატვიის სეიმის დეპუტატი (2014-2019).

დაცე მელბარდე დაიბადა 1971 წლის 3 აპრილს, რიგაში. იგი სწავლობდა ვალმიერას პირველ საშუალო სკოლაში, შემდეგ კი ჩააბარა ლატვიის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1994 წელს. 1996 წელს მიიღო კულტურის თეორიის, მენეჯმენტისა და ისტორიის მაგისტრის ხარისხი, ლატვიის კულტურის აკადემიის დასრულების შემდეგ, ხოლო 2001 წელს — სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.[4][5]

1992-1995 წლებში იყო ლატვიის სამხედრო მუზეუმის განათლებისა და საინფორმაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი. 1994-1996 წლებში ხელმძღვანელობდა ლატვიის პოლიციის აკადემიის კულტურულ ცენტრს. 1996-1999 წლებში იყო სახელმწიფო ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის დირექტორის მოადგილე. ამის შემდეგ, 2004 წლამდე, იყო იუნესკოს ლატვიის ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი. 2003-2005 წლებში იყო რიგის ისტორიული ცენტრის დაცვისა და განვითარების საბჭოს თავმჯდომარე. 2004-2006 წლებში — მინისტრთა კაბინეტის საბჭოს „განათლება ყველასთვის“ წევრი.

2004-2009 წლებში იყო ლატვიის კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე კულტურის პოლიტიკის საკითხებში.[4] 2005-2009 წლებში იყო საერთო ლატვიური სიმღერისა და ცეკვის ფესტივალის სამხატვრო საბჭოს წევრი. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლობას ლატვიაში.[4] 2011 წელს გახდა კულტურული განათლებისა და არამატერიალური მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2013 წლამდე, როდესაც დაინიშნა ლატვიის კულტურის მინისტრად.[6] კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, 2013 წლის 31 ოქტომბრიდან იყო სახელმწიფო კულტურული კაპიტალის ფონდისა და საზოგადოების ინტეგრაციის ფონდის საბჭოების წევრი.

2001 წელს მიიღო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო ლატვიის სახელმწიფოს გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. 2005 წელს გადაეცა „Spidolas“ პრემია ეროვნული კულტურული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარმატებული შემუშავებისთვის.[4] 2013 წელს მიიღო მინისტრთა კაბინეტის მადლობის წერილი „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, საზოგადოების გაერთიანებისა და საერთო ლატვიური სიმღერისა და ცეკვის ფესტივალის ტრადიციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.[7]. იმავე წელს დაჯილდოვდა „სამ ვარსკვლავთა ორდენის“ მეოთხე ხარისხით.[8]

2013 წლის ოქტომბერში, ჟანეტა იაუნზემე-გრანდეს გადადგომის შემდეგ, დაცე მელბარდე ლატვიის კულტურის მინისტრად დაინიშნა, როგორც ეროვნული გაერთიანების უპარტიო წარმომადგენელი ვალდას დომბროვსკისის მთავრობაში.[9] მან ეს თანამდებობა შეინარჩუნა როგორც ლაიმდოტა სტრაუმას პირველი და მეორე მთავრობაში, ასევე მარის კუჩინსკისის და შემდგომ კრიშიანის კარინშის მთავრობაში, რომელიც 2019 წლის იანვარში დამტკიცდა.

დაცე მელბარდეს სულ ხუთი მთავრობის შემადგენლობაში ეკავა კულტურის მინისტრის თანამდებობა.

2014 წლის თებერვალში შეუერთდა ეროვნულ გაერთიანებას.[10] იმავე წელს აირჩიეს ლატვიის სეიმის მე-12 მოწვევის დეპუტატად, მოგვიანებით კი — მე-13 მოწვევის სეიმშიც.

2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა ევროპარლამენტის წევრი, რის გამოც დატოვა კულტურის მინისტრის პოსტი. შეუერთდა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფს, რომელიც რაოდენობით მეექვსე ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანებაა ევროპარლამენტის მეცხრე მოწვევის პარლამენტში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Vuonna 2025 ulkomaalaisille annetut kunniamerkit – Utmärkelsetecken förlänade åt utlänningar 2025 - Ritarikunnat
  2. Par jauno kultūras ministri apstiprina Daci Melbārdi — 2013.
  3. Rozentāls, Atis (2013-11-08). „Jāpierod pie neērtā krēsla“. SestDiena. Diena: 20.—24. lpp.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 NA kultūras ministra amatam plāno virzīt Daci Melbārdi. Diena.lv. ციტირების თარიღი: 2013-10-15
  5. Dace Melbārde. Latvijas Republikas Ministru kabinets (2013-11-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-08. ციტირების თარიღი: 2013-11-01
  6. Par KNMC direktori iecelta Dace Melbārde. Delfi.lv. ციტირების თარიღი: 2013-10-15
  7. MK Atzinības rakstus saņems seši cilvēki; ari potenciālā kultūras ministre. Diena.lv. ციტირების თარიღი: 2013-10-31
  8. Par jauno kultūras ministri apstiprina Daci Melbārdi. Delfi.lv (2013-10-31). ციტირების თარიღი: 2013-10-31
  9. Grendes atbrīvoto krēslu ieņem Melbārde. Diena.lv (2013-10-31). ციტირების თარიღი: 2013-10-31
  10. Kultūras ministre iestājusies VL-TB/LNNK. Focus.lv. ციტირების თარიღი: 2014-09-25