დაღუპული ჯარისკაცების მემორიალური კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაღუპული ჯარისკაცების მემორიალური კომპლექსი
რუს. Мемориальный комплекс «Павшим воинам»
კოორდინატები 47°13′53″N 39°45′48″E / 47.231292° ჩ. გ. 39.763472° ა. გ. / 47.231292; 39.763472
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ე. მირზოევი, ა. სიმონენკო
გახსნის თარიღი 1969

დაღუპული ჯარისკაცების მემორიალური კომპლექსი (რუს. Мемориальный комплекс «Павшим воинам») — ძეგლი დონის როსტოვში. მდებარეობს ფრუნზეს სახელობის სკვერში კარლ მარქსის მოედანზე. ძეგლთან მუდმივად ანთია ცეცხლი. ძეგლი ეძღვნება დიდ სამამულო ომში დაღუპულ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. მემორიალური კომპლექსი გაიხსნა 1969 წელს. მემორიალის ავტორები არიან მოქანდაკეები ედუარდ მირზოევი და ა. სიმონენკო[1]. 1975 წლიდან მემორიალთან მოქმედებს პოსტი № 1. დაღუპული ჯარისკაცების მემორიალურ კომპლექსს გააჩნია რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943 წელს ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ფრუნზეს სახელობის სკვერში საძმო სასაფლაო გაიხსნა სადაც დაკრძალეს 300 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქლაქე, რომლებიც დაიღუპნენ ოკუპაციის პერიოდში და როსტოვისათვის ბრძოლაში. 1957 წლის აპრილში ძმათა სასაფლაოზე აღმართეს ძეგლი. 1959 წლის 9 მაისს ძეგლთან აანთეს მუდმივი ცეცხლი[3]. მუდმივი ცეცხლის ანთების საპატიო მისია წილად ხვდათ საბჭოთა კავშირის გმირებს პავლე სამოხინსა და ნიკოლაი პავლენკოს[4]. თანამედროვე სახით მემორიალი არსებობს 1969 წლიდან[1]. მან რამდენიმეჯერ განიცადა რეკონსტრუქცია[4]. 1979 წლის 9 მაისიდან მუდმივ ცეცხლთან მოქმედებს საპატიო ყარაულის პოსტი № 1. როსტოვის სკოლების უფროსკლასელები ნებისმიერ ამინდში დგანან საპატიო ყარაულში მემორიალთან[3].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალი არის ნახევარწრიული ბეტონის რკალი. რკალის შიდა მხარეს გამოსახულია მეტალის ბარელიეფი მასზედ მწუხარე დედა-სამშობლოს ფიგურით. მას მარჯვენა ხელში პალმის რტო უჭირავს. რკალის ცენტრში ანთია მარადიული ცეცხლი. მემორიალური კომპლექსის ავტორის ჩანაფიქრის მიხედვით ნახევრწრიული რკალი იძულებით შეწყვეტილი ცხოვრების სიმბოლოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Зубков, А. И. Колокола памяти — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1985. — 41с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Андрианов В. И., Терещенко А. Г. Партизанам-подпольщикам // Памятники Дона. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1981.
  2. Пролетарский район. rostov-gorod.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
  3. 3.0 3.1 В караул с адвокатом. Российская газета (2011-04-15). ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  4. 4.0 4.1 Памятник погибшим воинам ВОВ -"Вечный огонь". Официальный портал городской Думы и Администрации города. ციტირების თარიღი: 2013-08-11.