დაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დადაღვის პროცესი

დაღი, დადაღვა — გახურებული რკინის იარაღით  შანთით ამომწვარი საკუთრების ნიშანი მსხვილფეხა საქონლის ბეჭზე, გავაზე ან თავკისერზე (წვრილფეხა საქონელზე საკუთრების ნიშანი ცნობილია სერის სახელწოდებით). ცხენის დადაღვა გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში. ფეოდალურ ხანაში მხოლოდ მაღალი წოდების კუთვნილი საქონელი იდაღებოდა. ყმას შეეძლო ბატონისათვის დაღი გამოეთხოვა და სამაგიეროს „დაღის გადასახადი“ მიერთმია. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ შეძლებულმა გლეხებმა იწყეს ცხენის დადაღვა თავისი ნიშნებით ან თავისი გვარის პირველი ასოთი. დაღის წინასწარ ნახშირით ან ცარცით გამოსახავდნენ და შემდეგ შანთით ამოწვავდნენ. დაღის მზა ყალიბიც არსებობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაკალათია მ., მესაქონლეობა მესხეთში (სამცხე-ჯავახეთი), კრ.: მასალები მესხეთ-ჯავახეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1972;
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • შამილაძე ვ., ალპური მესაქონლეობა საქართველოში, თბ., 1969
  • მაკალათია მ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 407, თბ., 1978 წელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დაღი&oldid=3009559“-დან