დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერბი

დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიმახაჩყალაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს მედიცინისა და ფარმაცევტულ სფეროში.

უნივერსიტეტში 5 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 240-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე მსოფლიოს 28 ქვეყნიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტი დაარსდა 1932 წელს, როგორც დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თავდაპირველად მასში მხოლოდ ერთი სამედიცინო ფაკულტეტი შედიოდა.

დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის პირველ დირექტორად დაინიშნა მუსლიმი იუსუპოვიჩ ნახიბაშევი, ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ექთანიდან დაღესტნის ჯანმრთელობის სახალხო კომისარი გახდა.

1964 წელს გაიხსნა ზოგადი მედიცინის ფაკულტეტის განყოფილება, 1965 წელს - სტომატოლოგიური ფაკულტეტი, 1969 წელს - პედიატრიული ფაკულტეტი, 1974 წელს - მოსამზადებელი განყოფილება, 1983 წელს - ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი, 1986 წელს - მოსამზადებელი ფაკულტეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, 1987 წელს - უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მუშაობის ფაკულტეტი 1991 წელს - ცენტრალური სამეცნიერო ლაბორატორია, 1994 წელს შეიქმნა სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის სპეციალური საბჭო [1].

1976 წელს ინსტიტუტი გახდა პირველი კატეგორიის უმაღლესი სასწავლებელი. 1982 წელს უნივერსიტეტს მიენიჭა ხალხთა მეგობრობის ორდენი [2].

1995 წელს რუსეთის ფედერაციის სამედიცინო უნივერსიტეტების სარეიტინგო შეფასების შედეგების მიხედვით, დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს სახელად აკადემია ეწოდა, ხოლო 2016 წელს - უნივერსიტეტის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნშნული უნივერსიტეტი დაამთავრა 27 ათასზე მეტმა ექიმმა [3].

უნივერსიტეტში 700 – ზე მეტი პედაგოგია, მათ შორის 116 მეცნიერებათა დოქტორი და 66 პროფესორი, მეცნიერებათა 418 კანდიდატი და 179 ასოცირებული პროფესორი [4].

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის შენობა

დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოქმედებს 5 ფაკულტეტი და 75 განყოფილება, ესენია:

  • სამკურნალო
  • პედიატრიული
  • სტომატოლოგიური
  • სამედიცინო და პროფილაქტიკური
  • ფარმაცევტული

ასევე: მთის ტერიტორიების ადამიანის ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი, საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური პოლიკლინიკა, სამედიცინო კოლეჯი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრი, ინფორმაციისა და გამოთვლის დეპარტამენტი, ტექნიკური დახმარების ცენტრი, ანალიტიკური დეპარტამენტი, ინტერნეტ ცენტრი, სამეცნიერო სამედიცინო ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი და ასევე საგამომცემლო და ბეჭდვითი ცენტრი.

ბოლო წლების პროგრესული განვითარების პროცესში უნივერსიტეტი გახდა დიდი სასწავლო და სამედიცინო ცენტრი, რომელშიც შედის 8 ფაკულტეტი, რომელსაც აქვს ფუნდამენტური და პარაკლინიკური დისციპლინების საკმაოდ ძლიერი საკუთარი ბაზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Университет врачебного искусства. Dagpravda.ru (2017-10-17). ციტირების თარიღი: 2019-05-19.
  2. name="автоссылка2">Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-03. ციტირების თარიღი: 2017-08-02.
  3. Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-21. ციტირების თარიღი: 2017-01-15.
  4. Дагестанский государственный медицинский университет. . Контингент преподавателей. www.edu.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-29. ციტირების თარიღი: 2019-05-19.