დაფნი (ათონი)
იერსახე

დაფნი (ბერძ. Δάφνη) – კარიესის, ათონის სამონასტრო რესპუბლიკის დედაქალაქის, ნავსადგური და მისგან რვა კილომეტრზე მდებარეობს. პორტი ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზეა გაშენებული. მომლოცველები იქ პატარა გემებით მიემგზავრებიან ურანოპოლიდან (მგზავრობას 1,5-2 საათი სჭირდება), ხოლო შემდეგ მიხვეულ-მოხვეული გზით კარიესისკენ მიემართებიან.
დაფნის პორტს, რომელიც სიმონოპეტრას და ქსეროპოტამის მონასტრებს ექვემდებარება, აქვს ნავმისადგომი, საბაჟო, სააგენტოები, სასტუმროები, კავშირგაბმულობა.
ერთ-ერთი ვარაუდით, ნავსადგურს სახელი ამ მხარეში დაფნის ხეების სიმრავლის გამო დაერქვა, მითოლოგიური ვერსიის თანახმად კი დაფნი არკადიელი მდინარის ღმერთის ქალიშვილი იყო, რომელიც მასზე შეყვარებულ აპოლონს ამ ქალაქის სანახებში დაემალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006