დაფინა ზექირი (კომპოზიტორი)
დაფინა ზექირი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1 აპრილი, 1984 |
დაბ. ადგილი | პრიშტინა კოსოვო |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო, ვიოლინო და სხ. |
აქტიური | 2000-დან დღემდე |
დაფინა ზექირი ნუში (ალბ. Dafina Zeqiri; დ. 1 აპრილი 1984, პრიშტინა, კოსოვო) — კოსოვოელ-ალბანელი კომპოზიტორი საორკესტრო მუსიკის, კამერული მუსიკისა და საგუნდო მუსიკის, რომლის ნაწარმოები უკვე შესრულებულია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.[1]
ზექირი 1997-2002 წლებში სწავლობდა პრიშტინის „პრენკა იაკოვას კონსერვატორიაში“. სწავლობდა მუსიკალურ კომპოზიციას პრიშტინის უნივერსიტეტის კომპოზიტორ მენდი მენგჯიქისგან, რომელიც 2007 დაამთავრა. თავისი სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა იანა ანდრეევკასთან ერთად, სკოპიეს „კირილე და მეთოდეს უნივერსიტეტში“, რომელიც 2001 წელს დაასრულა.
2009 წელს დააარსა შემდეგი ორგანიზაციები: „კოსოვოელი ქალები მუსიკაში“, „NEO MUSICA“ და გახდა საერთაშორისო ფონდის „Fondazione Adkins Chiti: Donne in Musica“-ის ღირსების კომიტეტის წევრი.[2]
მისი ნამუშევრები ძირითადად ინსტრუმენტულია, დაწყებული „Quasi Variazione“ ფორტეპიანოსთვის (2000), „Dialog“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (2001), და „Atmospheres“ ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის (2002). ვოკალური ნაწარმოებები მოიცავს ნამუშევრებს შერეული გუნდისათვის, როგორიცაა „ჩემი დედა“, აწყობილი პაშკო ვასას ტექსტზე (2001), „ოდისეა“ (2008), და „Atmospheres “ საგუნდო ორკესტრისთვის (2005). სოლო ნამუშევრები მოიცავს „When You Come“ მეცო-სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის (2002), რომილის ტექსტი ეკუთვნის ბაირამ ქერიმის, და „O Dismal Bird“ ტენორისა და ფორტეპიანოსათვის (2009). უფრო გვიანი ნაწარმოებებია, სკოპიეს უნივერსიტეტში სწავლის დროს, მოიცავს ვარიაციებს სიმფონიური ორკესტრისთვის (2011), „Disappear“ სოლო ალტისათვის (2011), „Memento“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (2010), „Story of Mary“ მსახიობის, ფლეიტას, ვიოლინოს, გიტარასა და ფორტეპიანოსათვის ( 2010), და „All In“ ფლეიტის, ჰობოის, სოპრანო საქსოფონისა და ვიოლონჩელოსთვის (2009).[3]
2011 წელს, მისი ნამუშევრები შესრულდა „მაკედონიის მუსიკალური ფესტივალი“-ს დღეებში და 2010 წელს „DAM“-ის ფესტივალზე, პრიშტინაში. ასევე 2010 წელს ლონდონში, პირველად „Dream“ სოლო ვიოლინოსათვის (2007) გაჟღერდა, „British Museum Project Trade and Travel 1830–2030“-ზე სექტემბერში, და სხვა ნამუშევრები ოქტომბერში. 2009 წელს, „Atmospheres“ გუნდისა და ორკესტრისათვის მოიგო თეოდორე ფრონტის „ქალების საერთაშორისო მუსიკის ალიანსის“ პრემია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dam Festival catalogue 2nd,3rd Edition
- ↑ See http://www.donneinmusica.org/wordpress/la-fondazione/comitato-donore-europa/ დაარქივებული 2012-09-06 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ A list of works up to 2008 is available at http://www.composers21.com/compdocs/zeqirid.htm.