დაირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დაფი)
დაირა

დაირა — აღმოსავლური დასარტყმელი საკრავი. ის არის ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ან თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლეა 4-6 სმ, დიამეტრი — 350-490 მმ, სისქე კი — 8-9 მმ.

დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღებად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა ერთ-ერთი უძველესი საკრავია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არაყიშვილი დ., ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, თბ., 1940;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]