დაურ ბარგანჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაურ ბარგანჯია (დ. 17 თებერვალი, 1958, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — აფხაზი პოლიტიკოსი. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1991-1992), აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-1996), აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე (1996-1998).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაურ ბარგანჯია დაიბადა 1958 წლის 17 თებერვალს ქ. სოხუმში. დაამთავრა სოხუმის საალო სკოლა. 1975-1980 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1980-1982 და 1986-1998 წლებში იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, დოცენტი. 1982-1986 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის ასპირანტი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო მინიმუმი. 1990-1991 წლებში კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაქკულტეტზე გაიარა სამეცნიერო სტაჟირება. 1991 წლის 29 სექტემბერს მონაწილეობდა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, სადაც გამოდიოდა ქ. სოხუმის №8 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდტად. დაურ ბარგანჯიამ პირველსავე ტურში მიიღო ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა. 1991-1992 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო 1992-1996 წლებში კი სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის დროს იყო საპარლამენტო კომისიის თავჯდომარის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში. 1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში მონაწილეობდა აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის შემუშავებაში. 1993 წლის 18-20 სექტემბერში მონაწილეობდა ადლერში ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. 1994-1995 წლებში იყო აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი. 1996 წლის 14-15 ნოემბერს ე. შევარდნაძესა და ი. მენაღარიშვილთან მონაწილეობდა თბილისში ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე. 1996-1998 წლებში იყო აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე. 1999 წლიდან „ალფა-ბანკის“ მენეჯერია მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №159, 8 ოქტომბერი, 1991 წელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]