შინაარსზე გადასვლა

დაუნორუბიცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაუნორუბიცინი

დაუნორუბიცინი (ლათ. Daunorubicinum, ინგლ. Daunorubicin) — ანტრაციკლინური ანტიბიოტიკებიდან ერთ-ერთი, ციტოსტატიკური პრეპარატი, რომელიც ცნობილია 1960-იანი წლებიდან.

პროდუცირდება Streptomyces coeruleorubidus ან Streptomyces peucetius მიკროორგანიზმებით. თრგუნავს გრამდადებითი ბაქტერიებისა და მიკობაქტერიების ზრდას, მაგრამ დაბალ აქტიურობას ავლენს გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. გამოიყენება კიბოს ქიმიოთერაპიაში, აგრეთვე გამშვები მასალის სახით გამოიყენება სხვა ანტრაციკლური ანტიბიოტიკების წარმოებაში (დოქსორუბიცინი, ეპირუბიცინი, იდარუბიცინი და სხვა). დაუნორუბიცინის მოლეკულა შედგება ტეტრაციკლური ანტრაქინოიდურ აგლიკონ დაუნორუბიცინონისგან, რომელიც გლიკოზიდური ბმითაა დაკავშირებული ამინოშაქარ დაუნოზამინთან. სინონიმები: რუბომიცინი, რუბიდომიცინი, დაუნომიცინი[1][2].

  1. Arcamone, F., Доксорубицин = Doxorubicin, London: Academic Press, 1981, ISBN 0-12-059280-0.
  2. Даунорубицина гидрохлорид = Daunorubicin hydrochloride // European Pharmacopoeia. Fifth Edition, 2005, გვ. 1389—1390.